ამინდების გამოსვლასთან ერთად, თანდათანობით ცხელი წყლით ბანაობა უკვე არასასიამოვნო ხდება. შესაბამისად, დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ცივი და კონტრასტული შხაპის მიღების სასარგებლო თვისებებს, შედეგად კი, სტრესის და დაძაბულობის მოხსნასთან ერთად ზედმეტ კილოგრამებსაც დაემშვიდობებით.
სიცივე განაპირობებს ყავისფერი ცხიმების „აქტივაციას“ და გვეხმარება გახდომაში ჩვენს ორგანიზმში არსებობს ორი ტიპის ცხიმი - თეთრი და ყავისფერი. პირველი - ეს არის ცხიმი, რომელიც ნაკეცებში გროვდება, ხოლო მეორე ზურგის და კისრის ზონაში გვხვდება, რომელიც იწვევს სხეულის გათბობას. როგორც კი ეს მარაგი იწურება, იმ მომენტში ერთვება თეთრი ცხიმი. შესაბამისად, მიმდინარეობს გახდომის პროცესი და შედეგად, მარტივად იკლებთ.
გმუხტავთ ენერგიით
დეივ ესპრეი, რომელიც ბიოჰაკინგის მამად ითვლება, ჰყვებოდა The Doctor's Farmacy - ინტერვიუში, რომ თავის დილას იწყებს ერთწუთიანი გაყინული შხაპით. საქმე ისაა, რომ როცა ჩვენი სხეული სიცივეს გრძნობს, ერთვება განგაშის სიგნალი და იწყებს სხეულში არსებული ყველა რესურსის აქტივაციას გადასარჩენად. შესაბამისად, ყველა უჯრედი ერთვება ამ პროცესში და „შოკური“ გამოფხიზლების ხარჯზე ენერგიას გვმატებს და გვაფხიზლებს. როგორც დეივი აღნიშნავს, პირველი ოთხი დღე საკმაოდ გაგიჭირდებათ, თუმცა შემდეგ იმდენად ეჩვევით, რომ წარმოუდგენელიცაა მის გარეშე.
იმუნიტეტს ამყარებს
რაც უფრო ხშირად გცივათ და იყინებით, თქვენი სხეული სიცივეზე უფრო ამტანი ხდება. შესაბამისად, თბილ პერიოდში კოლეგების მიერ გაუთავებელი ჩხუბი კონდიციონერის ჩართვაზე აღარ იქნება გაციების გამომწვევი მიზეზი. ზაფხულში იმდენი საინტერესო საღამოა, რომ მათი გამოტოვება დაუშვებელია.
გეხმარებათ სტრესთან ბრძოლაში
ცივი წყალი გაიძულებთ განწყობის ამაღლებას - დიახ, ეს ასეა, რაც უნდა სულელურად ჟღერდეს. საქმე ისაა, რომ პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს და ამაღლებს ბეტა-ენდორფინს, სისხლში კი - ნორადრენალინის დონეს. ტერმინებზე შეგიძლიათ არ მოახდინოთ ფოკუსირება. მთავარია, დაიმახსოვროთ ის, რომ ცივი წყალი გაიძულებთ, სტრესი სასწრაფოდ მოიშოროთ და მოიხსნათ დაძაბულობა. კარგი განწყობისთვის სრულიად საკმარისია, დღეში ორი წუთი გაატაროთ ცივი წყლის ქვეშ.
კუნთების აღდგენა
ერთხელ მაინც თუ გინახავთ ვიდეორგოლები, სადაც სპორტსმენები გაყინულ წყალში ყვინთავენ? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ვარჯიშის შემდეგ დაძაბულობა მოიხსნან კუნთებიდან. ფინეთში 2009 წელს ექსპერიმენტი ჩაატარეს 360 ადამიანზე. ყველამ ფიზიკური აქტივობის შემდეგ ჩაყვინთა გაყინულ წყალში და სპეციალისტები აკვირდებოდნენ სხეულზე ტემპერატურის მოქმედებას. საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, თუ დღეში 10 წუთს მაინც გაატარებთ ცივი წყლის ქვეშ - კუნთების ტკივილი იმ დღესვე გაგიქრებათ.
წყარო:vogue