წერტილოვანი მასაჟით შეგიძლიათ როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესება და გაახალგაზრდავება, ასევე წონაში ზედმეტი კილოგრამების დაკლება. სასურველია, ამ წერტილების დამასაჟების დროს ჯანსაღი ცხოვრების წესიც დაიცვათ.
პირველი წერტილი
3-წუთიანი მასაჟი "ვენერას ბორცვის" მიდამოში გაგიუმჯობესებთ მეტაბოლიზმსა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. გარდა ამისა, კუჭქვეშა ჯირკვალს ეხმარება ინსულინის გამომუშავებაში და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.
მეორე წერტილი
ცხვირსა და ზედა ტუჩს შუა განლაგებული წერტილი დაგიქვეითებთ მადას. მასაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბიანი ჩხირი ან შეგიძლიათ თითითაც დაიმასაჟოთ.
მესამე წერტილი
წერტილი ყურის ქვეშ, იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ყბა აქტიურად მოძრაობს. დაამასაჟეთ ეს წერტილი ნებისმიერი მიმართულებით 1 წუთის განმავლობაში. შეხება არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს.
მოერიდეთ წერტილების მასაჟის გაკეთებას ფეხმძიმობისას.
წყარო: adme.ru