ძნელია, იპოვო ადამიანი, ვისაც ბანანი არ უყვარს. სასიამოვნო ნეიტრალური არომატის და გემრიელი გემოს გარდა, ეს ხილი ძალიან სასარგებლოცაა.
ბანანს თვეების ბავშვებსაც აჭმევენ, პიურეს სახით.
ბანანიდან ჩვენ ვიღებთ C, E და B6 ვიტამინებს, რომლებიც სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს და ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ასევე, ბანანი ძალიან კარგია კალიუმის ნაკლებობის დროს.
ინგრედიენტები:
- მწიფე ბანანი 2 ც
- წყალი 1 ლ
- დარიჩინი 2 ჩხირი
მომზადება:
- გარეცხეთ ბანანი და დარიჩინის ჩხირებთან ერთად ჩადეთ მდუღარე წყალში.
- ხარშეთ 15 წთ, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
- გაცივებული ნახარში დალიეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე.
თუ ძილის წინ 1 ცალ ბანანსაც შეჭამთ, ეფექტი გაძლიერდება.
ბანანის ჩაი შველის უძილობას, ანემიას, აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს.