სახის კანის ხარისხიანი დატენიანება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მისთვის სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
კარგი და ხანგრძლივი პერიოდით კანის დატენიანება და გადაჭიმვა სხვადასხვა კოსმეტიკური მეთოდითაა შესაძლებელი. ასაკის მატებასთან ერთად, აუცილებლად უნდა დაიწყოთ ზრუნვა კანზე. განსაკუთრებით - ოცდაათი წლის ასაკიდან.
სტატიაში განვიხილავთ სამ ყველაზე პოპულარულ პროცედურას, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქალების უმრავლესობა მიმართავს.
ბიორევიტალიზაცია წარმოადგენს კანქვეშ ჰიალურონის მჟავის ინიექციით შეყვანას. უჯრედი იღებს მას, როგორც საკუთარ ჰიალურონს და იწყებს კოლაგენის აქტიურ გამომუშავებას, რაც კანის სიჯანსაღისა და დატენიანებისთვის მნიშვნელოვანია. ბიორევიტალიზაციას ძირითადად იკეთებენ სახეზე, ყელზე, დეკოლტეს მიდამოსა და ხელებზე.
პროცედურის წინ კოსმეტოლოგი კანზე ტკივილგამაყუჩებელ კრემს უსვამს პაციენტს, რომელიც მოქმედებას 15-20 წუთის შემდეგ იწყებს. ინიექციის შემდეგ კანზე ჩხვლეტის ადგილებში მცირე შეშუპება - პაპულები ჩნდება, რომელიც 2-3 დღის განმავლობაში ჩაცხრება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მაუსის ისრით გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე და ნახეთ განსხვავება
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მაუსის ისრით გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე და ნახეთ განსხვავება
<div></div>
ამ პროცედურის დროს, ინიექციის საშუალებით, კანქვეშ ხდება საჭირო ვიტამინების შეყვანა.
რაც უფრო პატარაა პაციენტის ასაკი, მით ნაკლები პროცედურები სჭირდება მას, ასაკის მატებასთან ერთად კი ეს საჭიროებაც იმატებს. მისი გაკეთება კანის ნებისმიერ ადგილას შეიძლება.
მეზოთერაპია სახეზე ებრძვის კანის დაბერებას და ტონუსის დაკარგვას. ეფექტი გრძელდება ერთი წელი.
ექიმები გვირჩევენ, მეზოთერაპია გავიკეთოთ მაშინ, როდესაც ჩნდება პრობლემა და არ დაველოდოთ ასაკს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ კანის პრობლემების მკურნალობას, მით უფრო ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ ამისთვის.
სამივე პროცედურის გაკეთება "ჰეალაინში" შეგიძლიათ. აქ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, მსოფლიო სტანდარტების დაცვით ჩაგიტარებენ პროცედურებს.
იყავით ლამაზი!