სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩვენი ყოველდღიური ქმედებები - რომელი მათგანია სასარგებლო და რომლები გვეკრძალება კატეგორიულად.
- აბორტი არ ზრდის ქალის უნაყოფობის რისკს, თუ ის განვითარებული ქვეყნის ლეგალურ კლინიკაში გაკეთდება.
- ანტიდეპრესანტები არ იწვევს დამოკიდებულებას.
- ვარჯიში 85 წლის ასაკშიც რომ დაიწყოთ, ეს ჯანმრთელობისთვის მაინც სასარგებლოა და გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლეს.
- მომზადებამდე ხორცისა და კვერცხის გარეცხვა საჭირო არ არის: მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიები მაინც დაიხოცებიან, გარეცხვის შემთხვევაში კი გარშემო მიმოიფანტებიან.
- მცირე ნაკაწრისა და ჭრილობის დროს, საკმარისია გადაირეცხოთ წყლით. იოდი და მსგავსი ანტისეპტიკური საშუალებები ჭრილობის მოშუშების პროცესს მხოლოდ გაახანგრძლივებს.
- არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი მოწევაზე თავის დანებებაში ეხმარება ან ჩვეულებრივ სიგარეტზე უსაფრთხოა.
- კომპიუტერთან მუშაობა მხედველობას ზიანს არ აყენებს.
- ფეხმძიმობის დროს დასაშვებია და საჭიროა ვარჯიში. ასევე არ იკრძალება ქსოვა, ხელების მაღლა აწევა, თვითმფრინავით ფრენა, ყავის დალევა და სექსი (თუ არ გაქვთ უკუჩვენება).
- ზურგის ტკივილის დროს წოლა სასარგებლო არ არის, პირიქით - საჭიროა მოძრაობა. და საერთოდ, ფიზიკური აქტივობა ზურგის ტკივილის ერთ-ერთ სუკეთესო პროფილაქტიკად ითვლება.
- დამწვრობის შემთხვევაში რომ არ მოხდეს ბუშტუკების წარმოქმნა, დაზიანებული ადგილი 5 წუთით წყალს უნდა შეუშვიროთ. დაუშვებელია დამწვრობაზე მოშარდვა, ზეთების ან კბილის პასტის წასმა.
- სამედიცინო თვალსაზრისით, ახალშობილისთვის მასაჟის გაკეთება აუცილებელი არ არის. ის ჯანმრთელ ბავშვს ვერაფრით დაეხმარება, იყოს უფრო ჯანმრთელი და მოძრავი.
- ტემპერატურის დაწევა საჭიროა მაშინ, როცა ცუდად ხართ და არა მაშინ, როცა თერმომეტრი გარკვეულ ციფრებს გიჩვენებთ.
- სკრაბების გამოყენება კანის მოვლის აუცილებელი ნაწილი სულაც არ არის და მათი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
- სულაც არ არის აუცილებელი დღეში 2 ლ წყლის მიღება. თუ ხანდაზმული ადამიანი არ ხართ, მაშინ წყლის უკმარისობას წყურვილი შეგახსენებთ.
- მკერდის კიბო მამაკაცებსაც ემართებათ.
- აკნე არასწორი კვების გამო არ ჩნდება.
- ფიზიკური დატვირთვა გახდომაში თითქმის არ ეხმარება. უფრო მნიშვნელოვანია სწორი კვება.
- ადამიანის მოსასულიერებლად ნიშადურის გამოყენება საჭირო არ არის. გულის წასვლა დასრულდება, როცა ორგანიზმი ამისთვის მზად იქნება.
- გადაუდებელი კონტრაცეფცია აბორტს არ გამოიწვევს, თუ ორსულობა უკვე დადგა.
- არ არსებობს ჰიპოალერგიული ძაღლებისა და კატების ჯიშები.
წყარო: lifter.com.ua