რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 25 წლის ასაკში, რათა 45 წლისამ არ იავადმყოფოთ

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 25 წლის ასაკში, რათა 45 წლისამ არ იავადმყოფოთ
დღეს ხანდაზმული ადამიანებისთვის დამახასიათებელი ბევრი დაავადება გაახალგაზრდავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სენი შესაძლოა 40 წლის ასაკშიც შეგეყაროთ. გირჩევთ, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან დაიწყოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რათა 5-10 წლის შემდეგ თავი ჯანმრთელად და უკეთ იგრძნოთ.

1. მელანომა

კანის კიბო ზრდასრულობის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, რისკი წლებთან ერთად იზრდება. ლამაზი რუჯის მისაღებად ახალგაზრები ხშირად დიდ დროს ატარებენ მზეზე, მაგრამ ულტრაიისფერ სხივებს კანის სტრუქტურის დაზიანება შეუძლია. სწორედ ამიტომ ექიმების რჩევაა მზისგან დამცავი კრემი რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოთ - არა
მხოლოდ შვებულებაში.

2. ფსიქიკური ჯანმრთელობა

განვითარებულ ქვეყნებში 20-34 წლის ახალგაზრდებში ხშირია სუიციდის შემთხვევები, ამიტომ საკუთარ მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ განგაშის შეგრძნება ხშირად გაქვთ ან ძლიერი სტრესის ქვეშ ხართ, დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართეთ.

3. მოწევა

რაც უფრო ხანგრძლივად ეწევით, მით მეტად აზიანებთ თქვენს ჯანმრთელობას და უფრო რთული ხდება თავის დანებებაც. გულის პრობლემები, ფილტვების სიმსივნე და სხვა ბევრი დაავადება, შესაძლოა, პროვოცირებული იყოს მოწევით. გარდა ამისა, ის ადამიანს მალე აბერებს.

4. ღვიძლის პრობლემები

ახალგაზრდებში ეს იშვიათად ვლინდება, მაგრამ 40 წლის შემდეგ ერთბაშად იჩენს თავს. ძირითადი მიზეზი ალკოჰოლია.

5. ოჯახური ისტორია

მნიშნელოვანია იცოდეთ, რა დაავადებები აწუხებდათ თქვენს ნათესავებს. სხვადასხვა სახის სიმსივნე, ინფაქტი, დიაბეტი, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა - ეს ყველაფერი ექიმს უნდა აცნობოთ. და რა თქმა უნდა, უნდა განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან და შეიძინოთ სასარგებლო თვისებები.

წყარო: goodhouse.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93