კალციუმი ორგანიზმს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებაში ეხმარება; პროტეინი ენერგიის წყაროა, კალიუმი წნევის რეგულაციას უწყობს ხელს, ფოსფორი ძვლებს აძლიერებს და ენერგიას გამოიმუშავებს, D ვიტამინი აძლიერებს ძვლებს, B12 ვიტამინი სისხლის წითელი ნაწილაკებისა და ნერვული უჯრედების ჯანმრთელობას უწყობს ხელს, A ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს მხედველობასა და კანის სტრუქტურას, რიბოფლავინი საკვებს ენერგიად გარდაქმნის, ნიკოინი ახდენს შაქრისა და ცხიმის მეტაბოლიზმს.
თითოეული ამ ელემენტის მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია, მათი ერთიანად მიღება კი ყოველდღიურად რძის დალევითაა შესაძლებელი. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც, რომ ნებისმიერი რძე ვერ აწვდის ორგანიზმს საჭირო ნივთიერებების საჭირო რაოდენობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ, რომელ რძეს ყიდულობთ. ქართულ ბაზარზე რძის მრავალფეროვანი არჩევანია. მათი ნაწილი ნატურალური რძეა, ნაწილი კი - რძის ფხვნილზე დამზადებული. ამ მიმართულებით, კიდევ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი. რძე შეიძლება ნატურალური იყოს, მაგრამ მისი სარგებლიანობის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია, თუ რითი იკვებება ძროხა. თუ რძისა და რძის პროდუქტებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, მისი შერჩევის დროს თითოეული ეს პუნქტი უნდა გაითვალისწინოთ.
ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე გამორჩეული ადგილი უკავია დანიურ ბრენდ „არლას“, რომლის რძე და რძის სხვა პროდუქტებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება და ერთ-ერთ საუკეთესო პრემიუმპროდუქტად ითვლება. ბრენდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს.
"არლას" პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს ის რძე, რომელსაც რაფსიდით ნაკვები ძროხებისგან იღებენ. რაფსიდი არის ყვითელი ყვავილოვანი მცენარე, რომლის ზეთი, უმაღ-ლესი ხარისხიდან გამომდინარე, ყველაზე ძვირად ფასობს მსოფლიოში.
დღეს ძალიან ცოტას თუ სმენია რაფსიდის ყვავილის სასარგებლო თვისებების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება ადამიანებმა დაახლოებით 10 000 წლის წინაც კი იცოდნენ. ამ მცენარის ზეთი ცხიმოვან მჟავებს, როგორიცაა ომეგა 3,6,9, 10-ჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს. ასევე E და K ვიტამინების წყაროა და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. გარდა იმისა, რომ რაფსიდის ზეთი საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი საკვების ჯანსაღად მოსამზადებლად, ამ ყვავილით გაზრდილი საქონელი გაცილებით ხარისხიან, ნატურალურ რძეს იძლევა, რომელიც 100%-ით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ის პროდუქტი, რომელიც რაფსიდის ყვავილის ზეთს შეიცავს, პირველ რიგში, დიეტურია და არ იწვევს ზედმეტი ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში. პირიქით, ის ხელს უწყობს ცხიმების წვას და აღადგენს ძირითად ბალანსს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. სწორედ ამიტომ, მსგავსი პროდუქტი რეკომენდებულია ბავშვთა კვებაშიც და იმუნიტეტს აძლიერებს.
ასევე ძალიან კარგია გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მოსაგვარებლად. ზოგადად, ზეთები არ არის რეკომენდებული მსგავსი დაავადებების მქონე პირებისთვის, თუმცა რაფსიდის ზეთი პირიქით, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და არ აწვება სისხლს.
რაფსიდის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, „არლას“ ფერმებში ძროხებს სპეციალურად ამ მცენარით კვებავენ, რომ შემდგ უმაღლესი ხარისხის რძე მიიღონ.
ეს არის 100%-ით ნატურალური პროდუქტი, რომელიც ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც რძე უნდა შეიცავდეს. ახლად მოწველილი, ჯერ კიდევ თბილის რძით მზადდება „არლას“ რძის პროდუქტები, როგორიცაა კრემ-ყველი, კარაქი.