არჩილ მარშანია: როგორ მოვიქცეთ ცრემლსადენი გაზით დაზიანებისას - Marao

არჩილ მარშანია: როგორ მოვიქცეთ ცრემლსადენი გაზით დაზიანებისას

2019-06-22 20:14:02+04:00

ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოც. ქსელში წერს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ცრემლსადენი გაზით დაზიანებისას:

არის რამდენიმე სახეობის ამ ტიპის გაზი, არ ვიცი რომელს იყენებენ ჩვენთან, თუმცა რაიმე სპეციფიკური ანტიდოტი მათ წინააღმდეგ არ არსებობს.

შესაბამისად პირველი რიგის და ყველაზე ეფექტური დაცვის საშუალება არის შემდეგი:

გაერიდეთ გაზის დაფარვის არეალს და გადით სუფთა ჰაერზე‼

დამატებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ:

  1. ეცადეთ მაქსიმალურად მოიშოროთ დაბინძურებული ტანსაცმელი.
  2. მიუხედავად იმისა, რომ წყალმა ზოგ შემთხვევებში შიძლება გააღიზიანოს დაზიანებული არე, დიდი* რაოდენობით წყლით და საპნით ჩამობანა არის საუკეთესო და მარტივი გამოსავალი შემთხვევის ადგილზე.
  3. თუ ატარებთ ლინზებს და გაზთან ან სპრეისთან გქონდათ პირდაპირი შეხება, ჯობს მოიხსნათ ლინზები.
  4. მარტივი ქირურგიული ნიღბები ვერ დაგიცავთ გაზისგან, ვერც სტანდარტული სათვალე.