ჭიქა თბილი რძე ღამე
- საუკეთესოდ გამოძინების ის "ბავშვური" რეცეპტია, რომელიც ყოველთვის არ ამართლებს დიდების ცხოვრებაში. ალტერნატივად შესაძლოა ჩაითვალოს „მთვარის რძე“ - ნატურალური სასმელი აიურვედის რეცეპტის მიხედვით, რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ნაბიჯზე ამ სასმლის შეძენა შეუძლებელია, ამიტომ შეგიძლიათ თავად მოამზადოთ მარტივად თქვენივე სამზარეულოში.
„მთვარის რძის“ შემცველობაში, რა თქმა უნდა რძეა, ოღონდ არა ძროხის, არამედ ნუშის, რომელშიც დამატებულია სხვადასხვა ნივთიერებები - ადაპტოგენები.
ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმს მძიმე სიტუაციიდან „გადარჩენაში“, ეს იქნება ფიზიკური დატვირთვა თუ ფსიქოლოგიური სტრესი. „მთვარის რძისთვის“ გამოიყენება ნატურალური ადაპტოგენები: ყველაზე ხშირად აშვაგანდხა (სამკურნალო მცენარეები აფროდოზიაკის შემცველობით) და რეიშის სოკო.
ეს დანამატები ეხმარებიან ადამიანებს სტრესთან ბრძოლაში, აუმჯობესებენ კონცენტრაციასა და მახსოვრობას, ხოლო აღმოსავლურ მედიცინაში მათი გაახალგაზრდავების საიდუმლოს შესახებ ხმები დადის. იყიდება ფხვნილის, ან კარაქის სახით აფთიაქებში.
- იმისათვის, რომ მოამზადოთ „მთვარის რძის“ სასმელი, შეათბეთ რძე, დაუმატეთ მწიკვი ადაპტოგენი და რაიმე სასიამოვნო გემოვნებისთვის: კაკაო, ჩაის კოვზი თაფლი, ტოპინამბურას სიროფი, ჯანჯაფილი, ან კარდამონი. გაფორმებისთვის და უფრო მეტი ანტისტრესული ეფექტისთვის მოუხდება ლავანდა ან გვირილა.
- თუკი სასმელი გინდათ ფერადი გახადოთ, უფრო მარტივია მატჩას ფხვნილი დაუმატოთ, დალიეთ ღამეს დაძინებამდე, გაეხვიეთ თბილ პლედში და არ დაგავიწყდეთ გამორთოთ მობილური ტელეფონი.
წყარო: vogue