სმუზი დიდი ხანია ყველა ასაკის ადამიანმა შეიყვარა:
გემრიელი, სასარგებლო, მარტივად მოსამზადებელი და კომფორტულია თან წასაღებად. შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი შეურიოთ, დაუმატოთ კენკრა, რძე ან წვენი, იმისათვის, რომ სასურველი გემო შექმნათ.
თუკი ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ, „მარაომ“ შეგირჩიათ სმუზების არაბანალური რეცეპტები.
მწვანე სმუზი
ინგრედიენტები
- ისპანახი
- სალათის ფოთოლი რომანო
- ნიახური
- ვაშლი
- მსხალი
- ბანანი
- ოხრახუში
- კორიანდრი
- ლიმონის წვენი
ეს მწვანე პროდუქტები და ხილი იმუნიტეტისა და საჭმლის მონელებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ისინი გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალებით, მშვენივრად უწყობენ ხელს ორგანიზმს გაწმენდაში და აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას. ასეთი ინგრედიენტების სინთეზით სმუზი დაბალკალორიულია. ამიტომ შეგიძლიათ ასეთი სასწაულმოქმედი სასმელი მიიღოთ თამამად ძილის წინაც.
გამაჯანსაღებელი სმუზი
ინგრედიენტები
- ქოქოსის კარაქი
- კურკუმა
- სტაფილო
- ავოკადო
- მოცხარი
- კომბოსტო
- ნუშის რძე
- შავი წიწაკა
არაორდინარული სინთეზის მოყვარულებისთვის ეს გამაჯანსაღებელი სმუზი ნამდვილი აღმოჩენაა, რომელიც შავ წიწაკას შეიცავს. სხვათა შორის, ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და წონის კლებას უწყობს ხელს. ავოკადო კი დანაყრების შეგრძნებას მატებს. ასე რომ, ასეთი სასმელი ნამდვილად გემრიელი წასახემსებელი საშუალებაა.
წყარო