სმუზი დიდი ხანია ყველა ასაკის ადამიანმა შეიყვარა:
გემრიელი, სასარგებლო, მარტივად მოსამზადებელი და კომფორტულია თან წასაღებად. შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი შეურიოთ, დაუმატოთ კენკრა, რძე ან წვენი, იმისათვის, რომ სასურველი გემო შექმნათ.
თუკი ექსპერიმენტებისთვის მზად ხართ, „მარაომ“ შეგირჩიათ სმუზების არაბანალური რეცეპტები.
მწვანე ტკბილი სმუზი
ინგრედიენტები
- კივი
- ისპანახი
- ბანანი
- ნუშის რძე
კიდევ ერთი ვარიანტი მწვანე ბოსტნეულისა და ხილის სინთეზით, თუმცა აქ დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი, რომელიც მაცივარში ხშირად მოგვეპოვება. ასეთი სმუზი ენერგიით დაგმუხტავთ, ავსებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე მოეწონება იმ კატეგორიასაც, რომლებსაც არ უყვართ მწვანილი. ბანანი სასმელს იდეალურად ავსებს - რაც საუზმის საკმაოდ კარგი კომპონენტია.
წითელი სმუზი
ინგრედიენტები
- ჭარხალი
- მოცხარი
- მარწყვი
- ჟოლო
- ბანანი
- ნუშის რძე
ასეთ კომპანიაში ჭარხლის გემო თითქმის არ იგრძნობა, სამაგიეროდ, სასარგებლო თვისებებს ოდნავადაც კი არ კარგავს. ეს ბოსტნეული ორგანიზმიდან შლაკებსა და ტოქსინებს გამოდევნის, წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ბანანი და კენკროვანები სასმელს სიტკბოს ანიჭებენ. ასე რომ, უჩვეულო ინგრედიენტები შემადგენლობაში საკმაოდ საინტერესო ვარიაციაა კლასიკური სმუზის მომზადებისთვის.
სმუზი მანგო - მარაკუია
ინგრედიენტები
- მანგო
- მარაკუია
- ბანანი
- ნუშის რძე
ყველაზე ნამდვილი ტროპიკული კოქტეილი და ამავდროულად, სამკურნალოც: მანგო მდიდარია А და С ვიტამინებით, ხელს უწყობს იმუნური სისტემის განმტკიცებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხსნის სტრესს. გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო სმუზიც მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
წყარო