ვაგინა - უნიკალური ორგანოა, სერიოზული "სტრესის" შემდეგაც კი შეუძლია აღდგენა. მაგრამ ზოგიერთმა ჩვეულებამ შეიძლება შეარყიოს ქალის ჯანმრთელობა და უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.
1. სექსუალური თეთრეული
ყოველთვის სასიამოვნოა, როცა მაქმანიანი, ლამაზი თეთრეული გაცვია, მაგრამ ხელოვნური ქსოვილი, ტანგა და სტრინგი მხოლოდ რამდენიმე საათით უნდა გეცვათ და არავითარ შემთხვევაში ღამის განმავლობაში. პრობლემა სინთეტიკური ქსოვილია. ის ჰაერს არ ატარებს, რაც შეიძლება ვაგინალური ინფექციის მიზეზი გახდეს.
- "ჩვენ ყველამ ბამბის თეთრეული უნდა ვატაროთ - ამბობს შივა გოფრენი, კონექტიკუტელი გინეკოლოგი. - ხშირად საფრთხეს იწვევს სტრინგი, რადგან მას კანზე ერთსა და იმავე ადგილას კანის გაღიზიანება შეუძლია გამოიწვიოს. გაღიზიანებული და ტრავმირებული კანი კი ბაქტერიების გაჩენის წყაროა".
2. თმის მოცილება
რა თქმა უნდა, ეპილაციის გაკეთება აუცილებელია, მაგრამ თუ დარწმუნებული არ ხართ უსაფრთხოებაში, შეიძლება სტრეპტოკოკური ინფექცია ან Staphylococcus aureus-ი განვითარდეს. გარდა ამისა, თმის მოცილების შემდეგ გენიტალიებზე მიკროიარა, მიბრობზარები რჩება, სადაც შეიძლება ბაქტერიები თავისუფლად შეიჭრას. დაფიქრდით, ინტიმურ ზონაში თმა უმიზეზოდ არ იზრდება. ვულვა თმის გარეშე ინფექციას მაგნიტივით იზიდავს.
3. შხაპი
არა, იმას კი არ გეუბნებით, რომ შხაპი არ უნდა მიიღოთ, უბრალოდ, მიგითითებთ, რომ წყლის ჭავლი ვულვას არ უნდა მიუშვიროთ. ბანაობისას წყლის ჭავლი მიმართული უნდა იყოს ზემოდან ქვემოთ და არავითარ შემთხვევაში შიგნით. ამასთანავე, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს ორგანიზმისთვის სასიამოვნო, თბილი და არა ცხელი ან ცივი.
4. მძაფრსუნიანი საკვები ან ბევრი შაქარი
ნიორი, სატაცური და კარი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმს სუნი შეუცვალონ და ვაგინა გამონაკლისი არაა. ამიტომ, თუ "იქიდან" მძაფრი სუნი გეცემათ, გაიხსენეთ, რა ჭამეთ გუშინ. გარდა ამისა, შაქარს შეუძლია ზიანი მიაყენოს ქალის ორგანიზმს, ვაგინალური ინფექციის ან ბაქტერიალური ვაგინოზის მიზეზი გახდეს. უმჯობესია, შეამციროთ ალკოჰოლი და საფუვრიანი პროდუქტები.
წყარო