ნამზეურის ნაცვლად დამწვრობა მიიღეთ? როგორ მოიქცეთ მზით დამწვრობის დროს

ნამზეურის ნაცვლად დამწვრობა მიიღეთ? როგორ მოიქცეთ მზით დამწვრობის დროს
ზაფხულში მზეზე ნებივრობა სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, ნამზეურის ნაცვლად დამწვრობა რომ არ მიიღოთ. თუ ეს წვრილმანი გგონიათ, გაგახსენებთ, რომ კანის დაბერების მთავარი მიზეზი მზეა. გარდა ამისა, მელანომის განვითარების საშიშროებაც არსებობს.


როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დაიწვით?


1. როგორ მივხვდეთ, რომ დამწვრობაა?

  • დააკვირდით კანის ფერს. მზე კანის უჯრედების ანთებას და მათ სიკვდილს იწვევს. კანის მონაკვეთი, რომელიც მზეზე გქონდათ მიშვერილი, ცხელი, წითელი და მტკივნეულია. დამწვრობა ვითარდება 2-6 საათის განმავლობაში და პიკს 12-24 საათის შემდეგ აღწევს.

2. რა
უნდა მოიმოქმედოთ პირველ რიგში

  • მნიშვნელოვანია, პირველივე წუთებში იმოქმედოთ. "თავისით გამივა" - შეიძლება ცუდად დასრულდეს. ყინულის ნაჭერი ქსოვილში ჩადეთ და კანის გასაგრილებლად დაიდეთ. გარდა ამისა, მიიღეთ გრილი შხაპი და ცოტა ხანი უარი თქვით ცხელ აბაზანაზე.

3. რომელი მალამო წავისვათ?

  • უამრავი საშუალება არსებობს. შეგიძლიათ ალოე-ვერა წაისვათ ან შის ზეთი. სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს С და Е ვიტამინები.

4. როდის შეიძლება ნამზეურის მიღება?

  • დამწვარ მონაკვეთზე მალამო, კრემი ან ზეთი წაისვით და ცოტა ხანი მოარიდეთ მზეს. სხეულის სხვა ადგილებში მზისგან დამცავი საშუალება ორ საათში ერთხელ წაისვით.

5. როდის ვეჩვენოთ ექიმს?

  • თუ კანზე წყლულები გაგიჩნდათ, თავი აგტკივდათ, სიცხემ აგიწიათ და გულისრევის შეგრძნება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს რჩევისთვის.

წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93