ქალების უმეტესობას აღენიშნება სპაზმი და ყრუ ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს. მაგრამ თუ ცოტა მეტ დროს დაუთმობთ დისკომფორტთან ბრძოლას, თქვენი ცხოვრება უფრო უკეთესი გახდება.
1. აკონტროლეთ ენდორფინების დონე
კრიტიკული დღეების დადგომისას ქალს იმდენად არ სურს უსიამოვნო შეგრძნებების გახსენება, რომ სულიერად და ფიზიკურად ძალაგამოცლილია. არადა, კარდიოვარჯიშებს შეუძლია ბეტა-ენდორფინის გამომუშავება, რაც სპაზმს ნაკლებად მტკივნეულს გახდის. თუ ასეთი ვარჯიში არ გხიბლავთ, შეგიძლიათ ძალისმიერი მოსინჯოთ ან იოგა.
2. აკონტროლეთ სტრესი
რჩევა "არ ინერვიულო" ძალიან უსუსურად გამოიყურება და არც მუშაობს! სტრესი გვიმძაფრებს უსიამოვნო შეგრძნებებს და მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. სასურველია, დაკავდეთ სპორტით ან სასიამოვნო საქმიანობით, რაც ცოტათი დაგამშვიდებთ, ყურადღებას გადაგატანინებთ.
3. სწორი კვება
არა, ყავაზე და ტკბილის ჭამაზე უარის თქმა საჭირო არაა. თუმცა, გირჩევთ, რომ უპირატესობა მიანიჭოთ ხილსა და ბოსტნეულს, ცილას. დალიეთ წყალი. ყავამ შეიძლება გაგიმძაფროთ ტკივილი, მაგრამ თუ დილით ყავის გარეშე ვერ ფხიზლდებით, ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად ნუ გაირთულებთ.
4. აკონტროლეთ ციკლი
თუ ტკივილგამაყუჩებელს სვამთ, სპაზმის დაწყებამდე დალიეთ. ისინი ტკივილის გამომწვევ მიზეზს შეარბილებს და ცოტათი უკეთესობას იგრძნობთ. სისტემა ჩვეულებრივად იმუშავებს და თქვენ ისე აღარ გეტკინებათ.
წყარო: goodhouse