რა მოუვა სხეულს, თუ ყოველდღე ბანანს შეჭამთ?

რა მოუვა სხეულს, თუ ყოველდღე ბანანს შეჭამთ?
საინტერესოა, როგორ მოქმედებს ჩვენს სხეულზე პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხილის ხუთეულში შედის?
ბანანი არარეალურად პოპულარული ხილია. ის 107 ქვეყანაში მოჰყავთ. უნდა გავარკვიოთ, რა რეაქციას იწვევს ის ჩვენს ორგანიზმში და შეიძლება თუ არა მის ყოველდღე ჭამა.


ბანანი - კალიუმის წყარო გემრიელ "შეფუთვაში"

კალიუმი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებაა. ის არეგულირებს ნორმალურ წნევას და ინსულინის რაოდენობას სისხლში. კალიუმით უზრუნველყოფილი ორგანიზმი 20 პროცენტით დაცულია სხვადასხვა დაავადებისგან გამომწვევი სიკვდილისგან. ადამიანს, საშუალოდ, 3500-4700 მგ კალიუმი სჭირდება დღეში. საშუალო ბანანი 450 მგ-ს
შეიცავს. გამოდის, რომ დღიური ნორმის მისაღებად 7-8 ცალი ბანანი უნდა ჭამოთ. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, კალიუმს სხვა პროდუქტებისგანაც იღებთ და მისი ჭარბი რაოდენობა თირკმელების დაავადებას იწვევს.

ბანანი ფენომენალურად გამძლეს გვხდის

სპორტსმენებს მეტი გამძლეობისთვის ბანანის ჭამას ურჩევენ. ნახშირწყალი კვებავს კუნთს, ამცირებს ფიზიოლოგიურ სტრესს და ანთებით პროცესს. ნახშირწყლების საუკეთესო და სწრაფი წყაროა შაქარი (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა). მაგრამ 2012 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი: ველომრბოლელი თავს კარგად გრძნობდა, რთული მანძილის გავლის შემდეგ თუ ნახევარ ბანანს ჭამდა ყოველ 30 წუთში. მაგრამ ამასთანავე, აღენიშნებოდა მუცლის შებერილობაც.

ბანანი განწყობას გვიუმჯობესებს

ეს უკვე ყველამ იცის და ამ პუნქტზე დიდხანს არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მოკლედ გეტყვით: ბანანი - ამინომჟავების წყაროა. ისინი ორგანიზმში სეროტონინს გამოიმუშავებენ, რაც განწყობას გვიუმჯობესებს.

ბანანი არეგულირებს წნევას

თუ კალიუმის რაოდენობა ორგანიზმში ნორმალური გაქვთ, წნევაც ნორმალური გექნებათ, რადგან კალიუმი ორგანიზმში ნატრიუმის დონეს არეგულირებს და ორივე ერთად - წნევის დონეს.

ბანანი აუმჯობესებს გულის მუშაობას

იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც კალიუმის რაოდენობა არეგულირებს ნატრიუმის დონეს ორგანიზმში. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად 4,069 მგ კალიუმს იღებდნენ, 49 პროცენტით შეუმცირდათ გულის იშემიური დაავადებისგან სიკვდილიანობა, ვიდრე ისინი, ვინც 1000 მგ კალიუმს იღებდა.

ბანანი ამშვიდებს ნაწლავებს

ექიმები გვაფრთხილებენ, თუ კუჭ-ნაწლავის სისტემა მოგეშალათ, მიირთვით ბანანი, ბრინჯი, ვაშლის პიურე და ტოსტი. ბანანში არსებული უჯრედისი აბალანსებს ნაწლავების გამართულ მუშაობას.

ბანანი თავის ტკივილს იწვევს

არსებობს მოსაზრება, რომ შაკიკისადმი მიდრეკილ ადამიანებში ბანანი თავის ტკივილს იწვევს. ამ შემთხვევაში, დღეში ნახევარ ბანანზე ნაკლები არ უნდა მიირთვათ.
დაბოლოს, ზოგიერთ ადამიანს ალერგია აქვს ბანანზე. თუ მას კალიუმის შემცველობის გამო მიირთმევდით, ყურადღება მიაქციეთ კალიუმის შემცველ სხვა პროდუქტებსაც, ესენია: პომიდორი, საზამთრო, ისპანახი, ჭარხალი, ლობიო, გოგრა. უნდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ისინი ბანანზე ნაკლებკალორიულებია. 

წყარო: elle
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93