პომიდორი სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომლის გარეშეც ბევრი ადამიანი სუფრას არ შლის.
ცოტა ხნის წინ კარდიოლოგების გამოკვლევების თანახმად დადგინდა, რომ პომიდვრის ტომატი ძალიან "აგრესიული" პროდუქტია.
აქვე იყო საუბარი იმაზეც, რომ ტომატს ზოგ შემთხვევაში ცუდი გავლენა შეუძლია იქონიოს ჩვენს ორგანიზმზე.
ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რა გავლენაზეა საუბარი.
როგორც ჩანს, მას შეუძლია შემდეგი ნიშან-თვისებები გამოავლინოს:
- ანთებითი პროცესების გაღვივება
- წონის მატება
- სერიოზული ალერგიული რეაქციები
- მავნებელია თირკმლის მწვავე პათოლოგიით დაავადებულთათვის
- არ უნდა მივიღოთ გასტრიტის, პანკრეატიტის და კუჭის წყლულის დროს
აღსანიშნავია, რომ პომიდვრის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ლექტინს.
ლექტინები კი, თავის მხრივ, ხელს უწყობენ დაღლილობის შეგრძნების წარმოქმნას.
ზოგიერთ შემთხვევაში ანემიის გამომწვევ წყაროდაც დაასახელეს. ფაქტია, რომ ამას ვერავინ იფიქრებდა.
ვინც მოცემული ინფორმაციის გამო აღელდა, შევახსენებთ, რომ თუ სუფრასთან მიტანამდე პომიდორს კანს მოვაცილებთ, უკეთესია.
ვინაიდან პომიდვრის კანი სავსეა ზემოხსენებული ლექტინებით და სასურველია, რომ მზა იყოს, ვიდრე ცოცხლად დაჭრილი.
პომიდორს მხოლოდ ცუდი თვისებები რომ არ გააჩნია, ეს ყველამ იცის.
ის ვიტამინების ნამდვილი საბადოა და შეიცავს: A, B1, B2, B6, B9, C, E, K, PP ვიტამინებს. ასევე - ბეტა კაროტინს, ვაშლის, ლიმონისა და ღვინის ორგანულ მჟავებს.
ბევრი ამბობს, რომ დაბალკალორიულიცაა, თუმცა ახალი კვლევების თანახმად, ეს საკითხი ეჭვქვეშ დადგა.
წყარო: elle.ru