ზაფხულში, როცა ქალაქიდან გასვლას ვერ ვახერხებთ, გასაგრილებლად აუზს ვსტუმრობთ ხოლმე. რა მოვიმოქმედოთ, კანი რომ არ დაგვიზიანოს ქლორმა?
აუზს სანამ ეწვევით...
სანამ აუზში ჩახვალთ, მიიღეთ შხაპი, საპნით ან გელით. უნდა ჩამოიცილოთ მიკრობები, კანის ნაწილაკები, ოფლი, კრემის, ლოსიონისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენები. ეს მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით არ მოგეთხოვებათ. საქმე იმაშია, რომ ქლორი ქიმიურ რეაქციაში შედის კოსმეტიკის შემცველ საშუალებებთან.
დაისველეთ თმა: სველი თმა იმდენად აქტიურად არ იწოვს ქიმიურ ნივთიერებებს, რამდენსაც მშრალი.
შეძლებისდაგვარად დაიხურეთ ქუდი და გაიკეთეთ ცურვის სათვალე. ამგვარად, მინიმალურად დაიცავთ თვალებსა და თმას ქლორისგან.
ცურვის შემდეგ...
კარგად ჩამოიბანეთ (გელი და ღრუბელი) ტანი და თავი. ბანაობის შემდეგ წაისვით ეთერზეთი, რომელიც დაგირბილებთ კანს.
თუ გგონიათ, რომ ქლორი კანზე დაგრჩათ, გამოიყენეთ აბრაზიული საშუალება, მაგალითად, სკრაბი და კარგად გაისუფთავეთ კანი. თუმცა, გახსოვდეთ, პილინგი კვირაში ორ ჯერზე მეტად არ უნდა გაიკეთოთ.
შხაპის შემდეგ სახისა და ტანის კანზე წაისვით მსუბუქი ლოსიონი. უმჯობესია, თუ ის ქუნჯუთის ზეთზე იქნება დამზადებული ან "ე" ვიტამინით გაჯერებული.
როდის შევცვალოთ აუზი...
თუ მუდმივად ალერგია გაქვთ
შეიძლება აუზის დამუშავებისას ისეთ ნივთიერებებს იყენებენ, რაზეც ალერგია გაქვთ. საბედნიეროდ, ბოლოდროინდელი კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ აუზის გასაწმენდი საშუალებები ონკოლოგიური დაავადების მაპროვოცირებელ ნივთიერებებს არ შეიცავს.
თუ აუზიდან ქლორის ძლიერი სუნი გცემთ
როგორც წესი, თავად ქლორს სუნი თითქმის არა აქვს, მაგრამ მასთან ერთად შეიძლება გამოიყენონ ნივთიერება, რომელიც ამძაფრებს მის სუნს და უფრო მეტიც, თვალების გაღიზიანება შეუძლია გამოიწვიოს.
როდის არ უნდა წავიდეთ აუზზე
- თუ სხეულზე იარა გაქვთ. დაიცადეთ, სანამ არ მოგიშუშდებათ, რათა მასში ბაქტერია არ მოხვდეს.
- თუ ტატუ გაიკეთეთ, წყლის პროცედურებისგან 2-4 კვირა უნდა შეისვენოთ.
- თუ პირსინგი გაიკეთეთ. გააჩნია ადგილს: ბიბილო 6-8 კვირის განმავლობაში ხორცდება, ჭიპი - ნახევარი წლიდან წლამდე პერიოდში.
- თუ გაიკეთეთ ეპილაცია, დეპილაცია, 24 საათი უნდა მოითმინოთ.
- თუ ინტიმურ ადგილას გაქვთ გამონაყარი, გაღიზიანება, ქლორი კიდევ უფრო გაამძაფრებს დისკომფორტის შეგრძნებას.
წყარო: whealth