მადონა, ლედი გაგა, ბრედ პიტი, ქენდალ ჯენერი, ჯენიფერ ანისტონი, სერენა უილიამსი - ეს იმ ცნობილი ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და ყოველდღიურად იაპონურ დაფქულ მწვანე ჩაის, „მატჩას“ მიირთმევენ. მომღერალმა აუბრეი დრეიკმა „მატჩას“ ჩაის განვითარებისთვის საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია განახორციელა. ამ ინვესტიციის ფარგლებში ამერიკაში მდებარე კაფეში ბოთლში ჩამოასხეს „მატჩას“ სახელწოდებით „Better Energy”.
სერენა უილიამსი „მატჩას“ სადილის შემდეგ მიირთმევს, გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი „მატჩას“ ძირითადად ყავა-ლატეში ამატებდნენ, ჯესიკა ალბა იაპონურ დაფქულ მწვანე ჩაის დილით საუზმეზე მიირთმევს, ბრედ პიტმა კი „მატჩას“ დალევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ალკოჰოლზე თქვა უარი.
ყველა სელებრითი არჩევანით კმაყოფილია. ამბობენ, რომ ჩაი „მატჩა“ მათთვის მხოლოდ ჯანსაღი სასმელი არაა, ის მათ სილამაზის და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაშიც ეხმარება.
რა არის ჩაი „მატჩა“ და რატომ ირჩევენ მას ცნობილი ადამიანები - „მატჩა“ არის იაპონური დაფქული მწვანე ჩაი, რომლის ყოველდღიური მოხმარება სასარგებლოა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ გარეგნული სილამაზისთვის. „მატჩა“ 137-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი მწვანე ჩაი. „მატჩა“ გამოირჩევა ანტიოქსიდანტების სიმრავლით, რომლებიც ანეიტრალებენ ჩვენს ორგანიზმში უჯრედების თავისუფალი რადიკალების დაზიანებას. ამ ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება პოლიფენოლი, ქლოროფილი, კატექინები და ვიტამინები, რომლებიც კანს, თმასა და ფრჩხილებს ჯანმრთელ, კაშკაშა და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებენ.
გარდა ამისა, „მატჩას“ ყოველდღიური მოხმარების შემდეგ ნაოჭები ნაკლებად ჩნდება და თანაც, კანის ჯანსაღ ფერს ინარჩუნებს. „მატჩა“ ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას. ჩაის სხვა სახეობებისგან და ყავისაგან განსხვავებით, „მატჩა“ არ ტოვებს კბილებზე ლაქებს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს პირის ღრუში ბაქტერიების წარმოქმნას, არასასიამოვნო სუნს და კარიესის განვითარებას.
ამასთან, „მატჩას“ შეუძლია ხელი შეუწყოს ულტრაიისფერი სხივების დაზიანების შედეგების შემცირებას. ის მდიდარია კატექინებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც კანს იცავს ექსტრემალური ამინდის პირობებში, მშრალი ქარისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან.
ანტიოქსიდანტების წყალობით, მატჩა ებრძვის სიბერეს უფრო ეფექტურად, ვიდრე А და С ვიტამინები. „მატჩას“ ერთი ჭიქა უფრო ეფექტურია, ვიდრე ბროკოლის, ისპანახის, სტაფილოს ან მარწყვის პორცია.
"მატჩას“ ორგანული ჩაი კოფეინს დიდი რაოდენობით შეიცავს, მაგრამ მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე განსხვავდება ყავის ზეგავლენისგან. კოფეინს, რომელსაც შეიცავს ყავა, აქვს თვისება, სწრაფად იმოქმედოს ორგანიზმზე. სწორედ ამიტომ ის არის ცნობილი თავისი გამამხნევებელი ეფექტით. მეორე მხრივ, კოფეინი, რომელსაც შეიცავს მატჩა, L-Theanine ამინომჟავასთან ურთიერთობაში უფრო ნელა ზემოქმედებს ორგანიზმზე (6-8 საათის განმავლობაში) და ხელს უწყობს ენერგიის თანდათან გათავისუფლებას.
„მატჩას“ დაყენება ტრადიციული ჩაისგან ცოტა განსხვავებულია - 1 ჩაის კოვზს (დაახლოებით 2 გრ) დავასხათ 250 მლ ცხელი, მაგრამ არაადუღებული წყალი (დაახლოებით 70-80 С), სწრაფად ავურიოთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე ქაფის წარმოქმნით და „მწვანე ელექსირიც“ მზადაა. „მატჩას“ ჩაის ტრადიციულად მოხმარების გარდა, მას ამატებენ ყავა ლატეში, ყინულიან სასმელებში, რძის და ხილის კოქტეილებში, და ასევე, ალკოჰოლურ სასმელებში, როგორიცაა ლიქიორი.
საქართველოში „მატჩას“ შეძენა შესაძლებელია „ჩაიმანიას“ შემდეგ ფილიალებში: "გუდვილი" დიღომში, "გუდვილი" ვაკეში, "გუდვილი" ქავთარაძეზე, "აგროჰაბი" ვაკეში, "კარფური" ვაკეში.