ვინარჩუნებთ წონას! როგორ გავხდეთ ერთხელ და სამუდამოდ

ვინარჩუნებთ წონას! როგორ გავხდეთ ერთხელ და სამუდამოდ
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოახერხეთ ზედმეტი წონის მოცილება, დიდია იმის ალბათობა, რომ დაუბრუნდეთ ძველ წონას. ადამიანები, რომლებიც წარმატებულად მივიდნენ დასახულ მიზნამდე, თავიათ რჩევებს გვიზიარებენ.
Image result for cooking gif

მიირთვით სქემით 1:1:1

  • „შვილის დაბადების შემდეგ 25 კგ დავიკელი და წონას ვინარჩუნებ ფორმულით 1:1:1, რომელიც ეფუძნება ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თითოეულ პროდუქტში მიღებას. ეს მეხმარება კალორაჟის შემცირებაში იმის ფონზე, რომ არ ვიშიმშილო და არ შევიზღუდო თავი კვებაში. მაგალითად, საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ ფაფა ან ხილი (ნახშირწყლები), ხოლო სალათის მომზადებისას არჩევანი ავოკადოსა და ნიგოზზე
    (ცხიმები) შეაჩერეთ. მე შემიძლია მივირთვა ყველაფერი, რაც მომინდება, კალორიების დათვლის და საყვარელ კერძებზე უარის თქმის გარეშე“, - ნინო, 38 წლის.
Image result for eating gif

მოამზადე 2 დღის სამყოფი

  • „ვერ ვიკლებდი, სანამ არ დავიწყე ისე მომზადება, რომ სადილიდან დარჩენილი საკვები მემყოფინა ვახშამზეც. ამ დროს აღარ გიჩნდება იმის სურვილი, რომ მეტი მიირთვა“, - მარიამი, 30 წლის.
Related image

წყლის და სხვა სასმელების მიღება

  • „სამი წლის წინ 30 კილოგრამი დავიკელი და გადავწყვიტე, გავქცეოდი „ცარიელ“ კალორიებს: საჭმელებს, რომლებსაც სასარგებლო ღირებულებები არ გააჩნია, მაგალითად, კრემის ღვეზელი და ტკბილი სასმელები. წყალი, ჩაი და ყავა - არის ჩემი არჩევანი“, - თაკო, 28 წლის.
Image result for water drinking gif

საუზმის მომზადება საღამოს

  • „ძალიან გავხდი სწორედ მაშინ, როცა გავაანალიზე, რომ საუზმე აუცილებელია და ვაქციე ეს ჩვეულებად. საუზმეს ვამზადებ საღამოს და ვათავსებ მაცივარში. დილით,  საჭმლის შემხედვარეს, სხვა ვარიანტი არ მრჩება, რომ უარი არ ვთქვა კვებაზე“, - ანა, 27 წლის.
Image result for cooking gif

რესტორანში სიარული განსხვავებულად

  • „მე პირადად უკვე რესტორანში კერძის შეკვეთისას სოუსს ცალკე არ ვითხოვ და სალათის გვერდით ვთხოვ, რომ დადონ, ხოლო გარნირად კარტოფილი ფრის ნაცვლად ბოსტნეულს ვითხოვ, ხოლო რაც რჩება,  სახლში მიმაქვს“, - ნუცა, 31 წლის.
Image result for cooking gif

დღეში, სულ მცირე, 3-ჯერ კვება

  • „მე მივხვდი, რომ უმჯობესია მცირე ულუფებით მივირთვა და ცოტა, ვიდრე ორჯერ და ბევრი. ასე გადავეჩვიე სწრაფი კვების ობიექტებში ბურგერების ჭამას“, - ქეთი, 34 წლის.
Related image

ნუ გაანებივრებთ თავს

  • „ბევრ დიეტაშია იმის შესაძლებლობა, რომ კვირაში ერთი-ორი დღე მიირთვა ის, რაც ძალიან გიყვარს. მე, მაგალითად, გადავწყვიტე, რომ ასე არ მოვიქცე და საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღე“, - სალომე, 29 წლის.

Related image

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93