იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოახერხეთ ზედმეტი წონის მოცილება, დიდია იმის ალბათობა, რომ დაუბრუნდეთ ძველ წონას. ადამიანები, რომლებიც წარმატებულად მივიდნენ დასახულ მიზნამდე, თავიათ რჩევებს გვიზიარებენ.
მიირთვით სქემით 1:1:1
- „შვილის დაბადების შემდეგ 25 კგ დავიკელი და წონას ვინარჩუნებ ფორმულით 1:1:1, რომელიც ეფუძნება ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თითოეულ პროდუქტში მიღებას. ეს მეხმარება კალორაჟის შემცირებაში იმის ფონზე, რომ არ ვიშიმშილო და არ შევიზღუდო თავი კვებაში. მაგალითად, საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ ფაფა ან ხილი (ნახშირწყლები), ხოლო სალათის მომზადებისას არჩევანი ავოკადოსა და ნიგოზზე (ცხიმები) შეაჩერეთ. მე შემიძლია მივირთვა ყველაფერი, რაც მომინდება, კალორიების დათვლის და საყვარელ კერძებზე უარის თქმის გარეშე“, - ნინო, 38 წლის.
მოამზადე 2 დღის სამყოფი
- „ვერ ვიკლებდი, სანამ არ დავიწყე ისე მომზადება, რომ სადილიდან დარჩენილი საკვები მემყოფინა ვახშამზეც. ამ დროს აღარ გიჩნდება იმის სურვილი, რომ მეტი მიირთვა“, - მარიამი, 30 წლის.
წყლის და სხვა სასმელების მიღება
- „სამი წლის წინ 30 კილოგრამი დავიკელი და გადავწყვიტე, გავქცეოდი „ცარიელ“ კალორიებს: საჭმელებს, რომლებსაც სასარგებლო ღირებულებები არ გააჩნია, მაგალითად, კრემის ღვეზელი და ტკბილი სასმელები. წყალი, ჩაი და ყავა - არის ჩემი არჩევანი“, - თაკო, 28 წლის.
საუზმის მომზადება საღამოს
- „ძალიან გავხდი სწორედ მაშინ, როცა გავაანალიზე, რომ საუზმე აუცილებელია და ვაქციე ეს ჩვეულებად. საუზმეს ვამზადებ საღამოს და ვათავსებ მაცივარში. დილით, საჭმლის შემხედვარეს, სხვა ვარიანტი არ მრჩება, რომ უარი არ ვთქვა კვებაზე“, - ანა, 27 წლის.
რესტორანში სიარული განსხვავებულად
- „მე პირადად უკვე რესტორანში კერძის შეკვეთისას სოუსს ცალკე არ ვითხოვ და სალათის გვერდით ვთხოვ, რომ დადონ, ხოლო გარნირად კარტოფილი ფრის ნაცვლად ბოსტნეულს ვითხოვ, ხოლო რაც რჩება, სახლში მიმაქვს“, - ნუცა, 31 წლის.
დღეში, სულ მცირე, 3-ჯერ კვება
- „მე მივხვდი, რომ უმჯობესია მცირე ულუფებით მივირთვა და ცოტა, ვიდრე ორჯერ და ბევრი. ასე გადავეჩვიე სწრაფი კვების ობიექტებში ბურგერების ჭამას“, - ქეთი, 34 წლის.
ნუ გაანებივრებთ თავს
- „ბევრ დიეტაშია იმის შესაძლებლობა, რომ კვირაში ერთი-ორი დღე მიირთვა ის, რაც ძალიან გიყვარს. მე, მაგალითად, გადავწყვიტე, რომ ასე არ მოვიქცე და საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღე“, - სალომე, 29 წლის.
წყარო