როგორ დავიკლოთ, თუკი წონა ადგილიდან არ იძვრის?

როგორ დავიკლოთ, თუკი წონა ადგილიდან არ იძვრის?
ამ პრობლემასთან შეჯახება ყველას მოუწია, ვინც ერთხელ მაინც შეეცადა წონაში დაკლებას: რაღაც მომენტში წონა უბრალოდ „შეშდება“ და რაც უნდა მოიმოქმედოთ, სასწორზე ისარი ადგილიდან არც კი იძვრის. სიმართლე გითხრათ, ამას შეუძლია მოტივაციის დაკარგვა და შესაბამისად, ადამიანს სწორად კვებასა და ვარჯიშში დროის კარგვის სურვილიც უქრება. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, რამდენიმე ხრიკს გიზიარებთ - რაც დაგეხმარებათ გაყინული წონის ადგილიდან დაძვრაში.
Related image

აწარმოეთ კვების დღიური

  • ტელეფონში გადმოწერეთ სპეციალური პროგრამა ან უბრალოდ შეიძინეთ პატარა ბლოკნოტი, რომელშიც ჩაწერთ აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც მიირთმევთ
    დღის განმავლობაში. ამით სულ მალე აღმოაჩენთ თქვენს სუსტ მხარეებს „კვების რაციონში“, რომელიც აიძულებს თქვენს წონას გაყინვასა და ერთ ადგილზე გაჩერებას.

შეამოწმეთ წასახემსებელი სია

  • ბევრი პროდუქტი, რომელიც ჩვენ დიეტურად და სასარგებლოდ მიგვაჩნია, სინამდვილეში არ გამოირჩევა ამ თვისებებით: მაგალითად, ხილის ჩირი, რომელიც მაღაზიებში იყიდება, შეიცავს შაქრის სიროფს - რაც გახდომაში საერთოდ არ დაგეხმარებათ. უმჯობესია, ტკბილეულის სიას გადახედოთ და ჩაანაცვლოთ ნიგვზით ან ცოცხალი ხილით - შედეგს კი ძალიან მოკლე ვადებში შენიშნავთ.

არ იშიმშილოთ

  • თუკი მკაცრ დიეტაზე ხართ, ერთ დღესაც თქვენი ორგანიზმი მიხვდება, რომ ბნელი დრო დაუდგა და დაიწყებს ცხიმის შენახვას. არასდროს იშიმშილოთ - ხანმოკლე მკაცრი დიეტის შემდეგაც კი ძალიან მალე დაგერღვევათ საჭმლის მონელების სისტემა. ამას დამატებული დარღვეული მეტაბოლიზმი და შენელებული საკვების გადამუშავება. გინდათ გახდეთ? არ მიირთვათ ცოტა - მიირთვით სწორად!

დაითვალეთ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები

  • მაშინაც კი, ჯანსაღ პროდუქტებს როცა ანიჭებთ უპირატესობას, შესაძლებელია მარტივად აკრიფოთ წონა. დააზუსტეთ, რა იქნება თქვენთვის იდეალური ბალანსი თქვენს ასაკთან შეფარდებით, სქესის და აღნაგობის გათვალისწინებით და მიჰყევით მას. როგორც კი დაიწყებთ საჭირო რაოდენობის ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მიღებას, წონაც ადგილიდან დაიძვრება კლებისკენ!

მიირთვით ნელა

  • ყველაზე უბრალო რჩევა, რომელიც საოცრად ეფექტურია. როგორც წესი, ტვინს 20 წუთი ესაჭიროება იმისათვის, რომ ნაყროვანების შესახებ შეტყობინება მიუვიდეს. ამ 20 წუთის განმავლობაში კი შესაძლოა საკმარისზე მეტი საკვები მიიღოთ - თუკი ამას უმატებთ სოციალური ქსელის თვალიერებას. მიირთვით ნელა, საგულდაგულოდ დაღეჭეთ საკვები და უსმინეთ თქვენს სხეულს.

უარი თქვით „დიეტურ“ პროდუქტებზე

  • ძალიან ხშირ შემთხვევაში „დიეტური“ სასმელები ან დესერტები ისეთივე საზიანოა სხეულისთვის, როგორც „ტკბილეული“ - იმის ხარჯზე, რომ შაქრის შემცვლელებს შეიცავს პროდუქტებსა თუ სასმელში. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ჩასვათ რაციონში „უშაქრო“ წარწერის მქონე პროდუქტები.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93