ვიტამინებით მდიდარი ჩაი-ბალზამის დამზადება სახლის პირობებში - Marao

ვიტამინებით მდიდარი ჩაი-ბალზამის დამზადება სახლის პირობებში

2020-03-10 10:42:12+04:00


ადამიანების ზოგიერთ კატეგორიას დღის დაწყება სწორედ ჭიქა არომატული ჩაით ურჩევნია. სასმელი განსხვავდება ერთმანეთისგან მისი შემცველობით, ფერით, სურნელით, გემოთი და სხვადასხვა ეფექტს ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. მაგალითად, არსებობს დილის და საღამოს ჩაი, რომელიც ორგანიზმს გაღვიძებაში ან პირიქით, დაძინებაში უწყობს ხელს, ხოლო ჩაი ალოეთი გამოიყენება გასახდომად.

как приготовить домашний чай

როგორც წესი, ჩაის შემადგენლობაში რამდენიმე კომპონენტია, რაც კომპლექსში ბევრად კარგად მუშაობს. გურმანებისთვის განკუთვნილია ფართო ასორტიმენტი მაღაზიებში, თუმცა ვიტამინებით სავსე ჩაის დაყენება სახლში ბევრად კარგია. თუკი შემადგენლობა წესების დაცვით არის შექმნილი, ის მაქსიმალურად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

как сделать домашний чай

ყველა ინგრედიენტი ჩაისთვის იზრდება ველურ ბუნებაში, ტყეში ან მთა-გორიან ფერდობზე. ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეების დაკრეფა სასოფლო-სამეურნეო დასახლებისგან მოშორებით, მინდვრებისგან და გზისგან შორს.

как приготовить чай в домашних условиях

როგორ მოვამზადოთ სახლის ჩაი?

ინგრედიენტები

  1. 4 სუფრის კოვზი ივან-ჩაი
  2. 2 სუფრის კოვზი შავი მოცხარი
  3. 2 სუფრის კოვზი ტყის ჟოლო
  4. 1 სუფრის კოვზი მაყვალი
  5. 1 სუფრის კოვზი გარეული მარწყვი
  6. 0.5 სუფრის კოვზი ორეგანო

как приготовить в домашних условиях чай

მომზადების წესი

  • მშრალ ამინდში დაკრიფეთ ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეები, გააშრეთ ბნელ ადგილას, აუცილებლად ახალგაზრდა ფოთლები მოაწყვიტეთ, რომლებიც ღია-მწვანე შეფერილობისაა. ყველა მცენარე გააშრეთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
  • დაფხვენით ხელით მშრალი ბალახეული. ფოთლები უმჯობესია ერთად მოაგროვოთ და დაფხვნათ დანით. გააცალკევეთ ღეროები და დატოვეთ მხოლოდ ფოთლები.
  • ყველაფერი შეურიეთ იმ რაოდენობით და თანმიმდევრობით, როგორც ინგრედიენტებშია მოცემული. მოათავსეთ ბალახეული ჩაი მინის ქილაში ხუფით, გაახვიეთ ქაღალდის პარკში და მშრალ, ბნელ ადგილას დატოვეთ 12 თვით.
  • იმისათვის რომ მოადუღოთ ჩაი, 1 კოვზ მზა ბალახეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, მოახვიეთ პირსახოცი და გააჩერეთ ნახევარი საათით. შესაძლებელია ჩაის დამზადება თერმოსში. მიღებული სითხე უხდება ყოველდღიურ გამოყენებას ჩვეულებრივი მაღაზიის ჩაის ნაცვლად.
  • ვიტამინებით სავსე ჩაის მსუბუქი, ოდნავ მწკლარტე გემო აქვს, რომელიც ბევრი ფერითა და ზაფხულის არომატით არის გაჯერებული. არ აქვს უკუჩვენება. მოთენთილობას, ძილიანობას არ იწვევს. მისი მიღება დაშვებულია პრაქტიკულად ყველასთვის, ჩამოთვლილი ბალახეულიდან რომელიმეზე ალერგიულობის გარდა.

витаминный чай

წყარო