6 საუკეთესო დეტოქს-პროდუქტი ორგანიზმისთვის

6 საუკეთესო დეტოქს-პროდუქტი ორგანიზმისთვის
იმისათვის, რომ ორგანიზმში გენერალური წმენდა ჩაატაროთ, საკმარისია, რეგულარულად მიირთვათ ეს პროდუქტები. ისინი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებაში, კანის გაუმჯობესებაში, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღებაში.
6 лучших продуктов для детокса-ის სურათის შედეგი

ლიმონი

  • ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხილი ორგანიზმის გასაწმენდად - ეს ლიმონია. შემთხვევითი არ არის, რომ მის გარეშე ნებისმიერი დეტოქს-პროგრამა წარმოუდგენელია. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ყოველ დილას თითო ჭიქა ლიმონიან წყალს. ეს სასარგებლო სასმელი საჭმლის მონელების სტიმულირებას იწვევს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საკვების სწორად ათვისებას.

ჭარხალი

  • ის შეიცავს ბევრ პექტინებს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოჰყავს მავნე ნივთიერებები. ამასთანავე, ჭარხალი მდიდარია
    C ვიტამინით და სხვადასხვა მინერალით. მაგალითად, ჭარხალი იმდენ კალიუმს შეიცავს, რაც კუნთოვანი ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა. აგრეთვე შეიცავს იოდს, ქლორს, რაც თირკმელების, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის ეფექტური საშუალებაა.

სტაფილო

  • ის ეხმარება თირკმელს გაწმენდაში, აუმჯობესებს ნაწლავების ტრაქტს, ძალიან სასარგებლოა კანისთვისაც. А ვიტამინებით სავსე კოქტეილი და ბეტა კაროტინები კანის დატენიანებასა და სწრაფად აღდგენას უწყობს ხელს. ასევე კარგია რუჯის მისაღებად და დიდხანს შესანარჩუნებლად.

კოჭა

  • მას მეორენაირად ბუნების ანტიბიოტიკს უწოდებენ - მისი რეგულარული გამოყენება მავნე მიკროორგანიზმების სხეულიდან გამოდევნას უწყობს ხელს, ამტკიცებს იმუნიტეტს და გააჩნია ტკივილის გაყუჩების ეფექტი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი დეტოქს-პროდუქტია - ის არა მარტო საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, არამედ ტოქსინებს გამოდევნის კანიდან.

ნიახური

  • ეფექტური შარდმდენი საშუალება. აქტიურად გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს, აღადგენს ელექტროლიტების ბალანსს. თუკი ხშირად გამოიყენებთ ნიახურს, გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მონელების სისტემა და დაივიწყებთ შებერილობას, მეტეორიზმს, კუჭის სპაზმებს.

ვაშლი

  • ვაშლის წვენი მშვენივრად უხდება ორგანიზმის დეტოქსიკაციას, გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს. აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს და ხელს უწყობს წონის კლებას. მეორე მხრივ, სრულად ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს და კარგად აისახება მიკროფლორაზე, მესამე მხრივ კი, ვაშლის მჟავა ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
duda
მაინტერესებს რა ასუქებს. როგორ მოვიმატო წონაში ამისი პრობლემა აქვს მოახლეობის დაახ.40 %-ს.არავინ ამაზე არ წერს რატომ რატომ ????????
21:06 / 27-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93