ინსულტი, ჰიპოთერიოზი, დიაბეტი და გულის დაავადებაც კი სახეზე აწერია ადამიანს. ისწავლეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მშრალი, აქერცლილი ტუჩები და კანი
გაუწყლოების პირველი სიმპტომია. ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიზეზმა შეიძლება გაგაფრთხილოთ, რომ დარღვეულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, დიაბეტის საშიშროებაა. გარდა ამისა, კანის სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს ეგზემით, დერმატიტითა და ფსორიაზით, ან წამალზე ალერგიული რეაქციით.
თმიანობა სახეზე
თმა, როგორც წესი, ყბის მიდამოში, ზედა ტუჩსა და ნიკაპზე ამოდის. ეს საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომია. ქალში მამაკაცის ჰორმონები ჭარბადაა.
პატარა ყვითელი ლაქები ქუთუთოებზე
გულის დაავადებასა და ქოლესტერინზე მიუთითებს. 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყვითელი ლაქები მომატებული ქოლესტერინის დროს ჩნდება.
შეშუპება და ტომსიკები თვალებქვეშ
თვალების ქვეშ სიშავე და ტომსიკები დაღლილობის პირველი მანიშნებელია. გარდა ამისა, ქრონიკულ ალერგიაზეც მიუთითებს. აგრეთვე - ჰიპოთირიოზსა და ძილის აპნოეზე.
სახის ასიმეტრია
როგორც წესი, ადამიანის სახე ასიმეტრიულია, მაგრამ თუ ბოლო დროს სახემ მკვეთრად იცვალა ფორმა მიმიკის დროს, ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
სახის ფერის ცვლილება
სიფერმკრთალე ანემიაზე მიუთითებს, სიყვითლე - ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ხოლო სილურჯე (განსაკუთრებით, ტუჩებთან) - ფილტვებისა და გულის დაავადებებზე.
გამონაყარი
წითელი ან თეთრი ფერის მუწუკები კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების დროს ჩნდება. ამის მიზეზი შეიძლება გლუტენის აუტანლობაც იყოს. გარდა ამისა, გამოიკვლიეთ, რათა გამორიცხოთ ეგზემა და როზაცეა.
წარბების დაცვენა
წამწამებისა და წარბების დაცვენა აუტოიმუნურ დაავადებაზე მიუთითებს, რომელიც აზიანებს თმის ფოლეკულას. სამწუხაროდ, დაავადების დროს სიმპტომატიკური მკურნალობაა საჭირო.
წყარო