როგორ დავირეგულიროთ ქოლესტერინის დონე სისხლში დამოუკიდებლად?

როგორ დავირეგულიროთ ქოლესტერინის დონე სისხლში დამოუკიდებლად?
ქოლესტერინი - ცხიმისმაგვარი ნივთიერებაა, რომელსაც ღვიძლი გამოიმუშავებს. ის არსებობს ზოგიერთ პროდუქტშიც. ქოლესტერინი აუცილებელია ორგანიზმის მრავალი ფუნქციისთვის, მაგრამ მისი მომატებული რაოდენობა საშიშროებას უქმნის ჯანმრთელობას.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ქოლესტერინის გამო ცხოვრება არ გავირთულოთ?..


მოერიდეთ ტრანსცხიმებს

ტრანსცხიმი - ეს არის ცხიმი, რომელსაც წარმოებაში იყენებენ. ის იაფია და დიდხანს ძლებს, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს ზიანს აყენებს. ტრანსცხიმებს შეიცავს: მარგარინი, საკონდიტრო ცხიმი, შემწვარი საკვები, დამუშავებული ნახევარფაბრიკატები.


გარდა ხელოვნური ცხიმისა, ქოლესტერინი დიდი რაოდენობითაა: წითელ ხორცში, ღორის ხორცში, ქათმის კანში, კარაქში, ყველსა და
რძის პროდუქტებში, აგრეთვე, ქოქოსისა და პალმის ცხიმში.

მიირთვით მეტი მონოცხიმები

მას შეიცავს თხილი, ბოსტნეული, თევზი. ეს ცხიმები ოთახის ტემპერატურაზე თხევად სახეს იღებს.
ასეთებია: თხილი, ნუში, ბრაზილიური თხილი, მზესუმზირა. ზეთებიდან: ზეითუნის, არაქისის, ქუნჯუთის, მზესუმზირის.


არსებობს პოლიცხიმებიც

  • ამ ჯგუფში შედის ომეგა-3 და ომეგა-6. მათი მოხმარება საგრძნობლად დასწევს ცუდი ქოლესტერინის დონეს. პოლიცხიმებს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: ნიგოზი, ცხიმიანი თევზის სახეობები. ზეთებიდან: სოიის, სიმინდის და მზესუმზირის.

მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები

ხილი, ბოსტნეული, მთელი მარცვლეული, ისეთი, როგორიცაა შვრია და ყავისფერი ბრინჯი, პარკოსნები და ლობიო.


რეგულარულად ივარჯიშეთ

ბოლოდროინდელი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა არეგულირებს წნევას, შაქრისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში. შეგიძლიათ ირბინოთ, ისეირნოთ, ველოსიპედი ატაროთ, ჰანტელებით ივარჯიშოთ. თუ გული გაწუხებთ, ვარჯიშამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93