რა არის "მარცვლები ყურისათვის" და როგორ შეგვიცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ?

რა არის "მარცვლები ყურისათვის" და როგორ შეგვიცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ?
ველნეს სამყაროში საინტერესო ინოვაციას აქვს ადგილი. "მარცვლები ყურისათვის" ამცირებს სტრესის რაოდენობას, აუმჯობესებს და გეხმარებათ უძილობის დაძლევაში. ამასთანავე, აღმოვაჩინეთ, რომ ამ მეთოდს დიდი ხანია თავისი მიმდევარი ჰყავს ცნობილი ლამაზმანების - გვინეტ პელტროუს, პენელოპე კრუსის, ქეით მოსის და ელ მაკფერსონის სახით. "მარაოს" რედაქცია აგიხსნით, რა არის "მარცვლები ყურისათვის" და როგორ მუშაობს.

რა არის "მარცვლები ყურისათვის"?

  • "მარცვლები ყურისათვის" - ეს არის 24-კარატიანი სპეციალური მრგვალი პლასტირებით დაფარული ოქროს პატარა კრისტალები, რომლებიც უნდა მიიკრათ ყურზე. რა თქმა უნდა, ქაოტურად არ უნდა
    მიიკრათ, როგორც თქვენ მოგიხერხდებათ. აუცილებელია გაითვალისწინოთ ყველა წერტილი, რომლებსაც ველნეს სამყაროში ნემსის ჩხვლეტასთან აიგივებენ. პატარა კრისტალისთვის განკუთვნილ წერტილებზე გადანაწილება მართავს თქვენი სხეულის ენერგიის წყაროს - ხოლო, რაც უფრო უკეთ ხდება ენერგიის ცირკულაცია ორგანიზმში, მით უკეთ გრძნობთ თავს.

როგორ მუშაობს "მარცვლები ყურებისათვის"

  • მანამ, სანამ მოგიყვებით, როგორ მუშაობს ეს მარცვლები, უმჯობესია, ზოგადად  გავერკვეთ აკუპუნქტურაში. ჩვენს ყურებზე დაახლოებით 200-მდე წერტილია - ყურის ბიბილოსთან კი ისეთი წერტილებია განლაგებული, რომლებიც თავთან და კბილებთან მჭიდრო კავშირშია, ხოლო შიდა ნაწილი კი მართავს ისეთ ორგანოებს, როგორებიცაა გული, თირკმელები, ღვიძლი და კუჭი. სივან ბრატონი ყურის აკუპუნქტურის ბრიტანული კოლეჯიდან განმარტავს: "თითოეული წერტილი, რომელზეც ვზემოქმედებთ, გვეხმარება ენდორფინების გამომუშავებაში. ისინი, თავის მხრივ, ორგანიზმზე, როგორც ტკივილგამაყუჩებლები მოქმედებენ, ტკივილის კერის დაბლოკვის ხარჯზე. ჩვეულებრივ, ადამიანის ორგანიზმში ენდორფინი ფიზიკური დატვირთვისას გამომუშავდება. ამიტომაც ვარჯიშის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობთ. ყურის აკუპუნქტურა ან აურიკულოთერაპია, გამოიყენება იმისათვის, რომ ბედნიერების ჰორმონის დონემ მოიმატოს და მოეხსნას ადამიანს ტკივილები, როგორც ფიზიკური, ისე მორალური".
Image result for Что такое «семена для ушей» и как они помогут наладить вашу жизнь

საიდან გაჩნდა ტერმინი "მარცვლები ყურისათვის"

  • მარცვლეული ამ პატარა მძივებს უწოდეს სრულიად შემთხვევით. საქმე იმაშია, რომ წერტილებზე ზემოქმედება უძველესი დროიდან ხელთ არსებული პატარა ნივთების ზემოქმედებით არის შესაძლებელი და ტრადიციულად, ასეთი მიზნებისთვის მცენარის მარცვლებს იღებდნენ.

სად არის შესაძლებელი მისი შეძენა?

  • ამ მარცვლების პოპულარიზაცია მონა დანმა მოახდინა, რომელიც აკუპუნქტურისტი და ჰომეოპათია. დღესღეობით ლოს-ანჯელესში სტუდია Vie Healing-ის დამფუძნებელი გახლავთ. "ტექნიკა მარცვლების ზემოქმედებით ჩინური მედიცინიდან მოდის. ის დაკავშირებულია რეფლექსოლოგიასთან. გარკვეული წერტილების სტიმულირებით ყურებზე, ტვინს მიეწოდება სიგნალი და ჩვენი ნერვული სისტემის დასტაბილურებას იწვევს". ჩვეულებრივ მარცვლები გაიცემა მათზე, ვინც ნემსის ჩხვლეტის თერაპია გაიარა, იმისათვის, რომ სახლშიც განაგრძონ ეს პროცედურა. თუმცა, როგორც კი მონამ მსოფლიოს მასშტაბით ჩაუშვა გაყიდვაში, მარცვლების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, 20 ერთეულის ღირებულება 29 ფუნტს შეადგენს.

როგორ გამოვიყენოთ "მარცვლები ყურისათვის"

  • მძივების მაგვარი მრგვალი კრისტალები უნდა მიიკრათ სასურველ ზონაზე - შეფუთვაზე მას გააჩნია წერტილების რუკა. ასე რომ, პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ სად დავიკრათ, არ შეგექმნებათ. პატჩების შეცვლა სასურველია 2-3 დღეში ერთხელ და რაც მთავარია, მოგეხსნებათ სტრესი და გაგიუმჯობესდებათ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების გამართული მუშაობა. ამასთანავე, ჩვილივით ძილი გარანტირებულია.

Image result for headache gif

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93