ანემიის გარეშე: 6 ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც რკინის რეკორდულ რაოდენობას შეიცავს

ანემიის გარეშე: 6 ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც რკინის რეკორდულ რაოდენობას შეიცავს
რკინადეფიციტური ანემია - სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს აღენიშნება. რისკის ზონაში არიან: სკოლის ასაკის ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და ისინი, ვინც ბევრს მუშაობს. თუ გრძნობთ, რომ დღის ბოლოს თავი გტკივათ, თავბრუ გეხვევათ და სუსტად ხართ, სისხლის ანალიზი ჩააბარეთ. შეიძლება ანემია გქონდეთ.


არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით:



1. გოგრის თესლი, ქუნჯუთი, მზესუმზირა

  • 100 გრამი დღეში - დღიური ნორმა
  • ზომიერად მიირთვით, ზედმეტობაც არაა კარგი. ჭამეთ ცოტ-ცოტა და რეგულარულად.

2. წიწიბურა

  • 100 გრამი დღეში - დღიური ნორმის 50 პროცენტი
  • თუ სწორად მოამზადებთ, რკინის დღიურ ნორმას მიიღებთ. ნუ შეჭამთ რძესთან და რძის პროდუქტებთან ერთად. უმჯობესია, მწვანე წიწიბურა მიირთვათ. რაც უფრო მუქი ფერისაა, მით მეტადაა მოხალული და კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.

3. თხილი

  • 100 გრამი დღეში - დღიური ნორმის 30 პროცენტი
  • თხილეულის უმეტესობა რკინით მდიდარია. ყველაზე მეტ რკინას ფსტა შეიცავს, არაქისი და ნუში. ცოტა ნაკლებს - თხილი, კეშიუ და კედრის თხილი.

4. საქონლის ხორცი

  • 100 გრამი დღეში - დღიური ნორმის 25 პროცენტი
  • თეთრი ხორცი (ქათამი) ნაკლებად შეიცავს რკინას. უმჯობესია, საქონლის ხორცი მიირთვათ.

5. ისპანახი

  • 100 გრამი დღეში - დღიური ნორმის 10 პროცენტი
  • მინერალებისა და ვიტამინების გამო ისპანახი ყველა დიეტაშია ჩართული. შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებში, ხორცისა და თევზის კერძებს, ბუტერბროდებსა და კოქტეილებშიც კი.

6. ტუნას კონსერვი

  • 100 გრამი დღეში - დღიური ნორმის 10 პროცენტი
  • ცოცხალს ვერ იყიდით და უმჯობესია, ან კონსერვი მიირთვათ, ან გაყინული. მიირთვით ჭვავის პურთან და მწვანილთან ერთად.

რჩევა:

ორგანიზმს რკინის შეწოვა უჭირს, თუ "ცე" ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი გაქვთ. გარდა ამისა, რკინის ათვისებას ხელს უშლის ჩაი და ყავა, რძის და მარცვლეულის პროდუქტები. ამიტომ, ეცადეთ, ყავა და ჩაი არ მიირთვათ 1 საათი ჭამამდე და ჭამის შემდეგ.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93