გვითხარით, სად გაქვთ ნაოჭები და გეტყვით, ჯანმრთელობის რა პრობლემები გაქვთ

გვითხარით, სად გაქვთ ნაოჭები და გეტყვით, ჯანმრთელობის რა პრობლემები გაქვთ
ნაოჭი ჯანმრთელობის თავისებური რუკაა. ნებისმიერი შინაგანი ორგანოს დაავადება ნაოჭის სახით სახეზე აისახება. ჩაიხედეთ სარკეში, დააფიქსირეთ ნაოჭები და გადახედეთ სტატიას.

  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭი - წვრილ ნაწლავთანაა კავშირში. ამიტომ, მოიწესრიგეთ ეს ორგანო და კოსმეტიკური ჩარევა არ დაგჭირდებათ.
  • შეჭმუხვნის ნაოჭები - წარბებშუა არსებული ნაოჭი არ უჩნდებათ მათ, ვისაც ჯანმრთელი ღვიძლი აქვს. თუ ადამიანს შუბლზე ღრმა, ვერტიკალური ნაოჭები აქვს, შაკიკი სხვაზე ხშირად ემართება. თუ ჰორიზონტალური ნაოჭი შუბლს შუაზე ყოფს, ესეც შაკიკზე მიუთითებს.
  • თუ წარბებს შორის ვერტიკალური ნაოჭი გაქვთ, ორგანიზმს ჟანგბადი
    აკლია და ხშირად უნდა ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. თუ ნაოჭი მარჯვენა მხარესაა, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი უნდა გამოიკვლიოთ. თუ ნაოჭი მარცხენა მხარესაა, ელენთის პრობლემაზე მიუთითებს.
  • ვერტიკალური ნაოჭი ცხვირსა და შუბლს შორის - გულის არითმიაზე მიუთითებს. ადამიანებს, რომლებმაც ინფარქტი გადაიტანეს, ეს ნაოჭი უფრო ღრმა აქვთ.
  • თუ ადამიანს თვალის გარშემო ნაოჭი აქვს, რომელიც გაღიმების შემდეგ დიდხანს რჩება, შარდის ბუშტი უნდა გამოიკვლიოთ.
  • ვერტიკალური ნაოჭი ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის - ნივთიერება ცვლა დარღვეულია. შედეგად შეიძლება შაქრიანი დიაბეტი გაჩნდეს. თუ ნაოჭი ღრმაა, გულის პრობლემებზე მიუთითებს. ღრმა და სიმეტრიული ნაოჭი შეიძლება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის მიზეზი იყოს. თუ ნაოჭი ნიკაპამდე გრძელდება, მომატებულია კუჭის მჟავიანობა, გასტრიტი ან კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მიზეზი. გინეკოლოგიურ დაავადებებზე მიუთითებს ვერტიკალური ნაოჭი ზედა ტუჩთან.
  • ღრმა და გრძელი ცხვირპირის ნაოჭები ორივე მხარეს მიუთითებს გულისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოების დატვირთვაზე.
  • თუ მომჩვარული კანი გაქვთ ყვრიმალებზე, შარდის ბუშტის პრობლემებზე მიუთითებს.
  • ოდნავ შეშუპებული ნიკაპი თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების შედეგად ჩნდება. მრავლობითი ნაოჭი ყვრიმალებზე - დაქვეითებულია ნაღვლის ბუშტის და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქცია. პირის კუთხეებთან ნახეთქები ჰიდრონეფრიტზე შეიძლება მიუთითებდეს.

თუ ნიკაპი გიბუჟდებათ, კარდიოლოგს მიაკითხეთ და ელექტროკარდიოგრამა გაიკეთეთ.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93