ყავა თაფლით სურდოს და ხველების წინააღმდეგ

ყავა თაფლით სურდოს და ხველების წინააღმდეგ
თუკი თქვენი დილა იწყება ჭიქა ყავით, შესაძლოა, გაგიკვირდეთ, თუ რამდენი რამ არ ვიცით მეგაპოპულარული სასმლის შესახებ. პირველი რიგში, მისი ზომიერი გამოყენება კი არ ვნებს ორგანიზმს, არამედ პირიქით, მწყობრშიც კი მოჰყავს საგრძნობლად. მეორე მხრივ,  აღარ მოგიწევთ მკითხაობა, შაქრით დალიოთ თუ მის გარეშე.
Image result for кофе с мёдом
ნატურალური ყავა ერთი კოვზი თაფლის დამატებით, სულაც არ არის ერთი და იგივე, რასაც ამზადებენ ყავის კაფეებში. ინგლისში, XVI საუკუნიდან მოყოლებული, ყავის საშუალებით გაციებას ებრძვიან. "მარაოს" რედაქცია მოგიყვებათ, რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ ძველი რეცეპტით.
Image result for кофе с мёдом

რა სარგებლობა
მოაქვს ყავას თაფლით?

  • პირველ რიგში, გეტყვით, რომ ყავა ჯანმრთელობას ვნებს - ეს მითია: ორი ჭიქა ყავა დღეში მასტიმულირებელი ეფექტით გამოირჩევა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც ინფარქტის რისკს ამცირებს. თვითონ ყავა არ არის მავნებელი, მაგრამ აი, კოვზი შაქრის დანამატით უკვე საგანგაშოა. რა მოხდება, თუკი შაქარს თაფლით ჩავანაცვლებთ?
Image result for кофе с мёдом
  • თაფლი შეიცავს ფრუქტოზას და გლუკოზას შემადგენლობიდან 60%-ით და 10%-ით შაქარს. ამ დროს ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა სულ რაღაც 4%-ს აღწევს. გეტყვით, რომ ეს სრულიად სხვა ტიპის შაქარია, რაც ბუნებრივად წარმოიქმნება. რაფინირებული ტკბილი ფხვნილი მასთან არანაირ კავშირში არ არის, ვინაიდან ის სინთეტიკურია.
Image result for кофе с мёдом
  • თაფლსა და შაქარს შორის განსხვავება იმაშია, რომ ნატურალურ შემადგენლობაში თაფლი მარტივად ათვისებადია ორგანიზმისთვის, არ გროვდება ჩვენს სხეულში არასასურველ ზონებში, მაგალითად, როგორიცაა მუცელი, მკერდი და თეძოები. შაქრის ნაცვლად თაფლის გამოყენება სასიამოვნო ბონუსი იქნება. თუკი უშაქრო ყავას სვამთ, მით უმეტეს, დროა, დაფიქრდეთ გემრიელ დამატკბობელზე თაფლის სახით.
Image result for кофе с мёдом
  • თუკი დაუმატებთ თაფლს გრილ, თუმცა ჯერ კიდევ ოდნავ თბილ ყავაში, ვიტამინებს შეინარჩუნებთ ამ გზით, რომელიც მდუღარე წყალში კვდება. საკმაოდ პოპულარულია მითი მავნე ტოქსინებზე, რომელსაც თაფლი გამოჰყოფოს მდუღარე წყალში, თუმცა ამავე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ტოქსინების გარდა, ბევრი აუცილებელი პროდუქტის რაოდენობას გამოჰყოფს, რაც სრულებით აღარ არის საგანგაშო ორგანიზმისთვის თავისი მინიმალური შემცველობით. თბილ და არა მდუღარე ყავაში თაფლის დამატების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ენზიმის შემცველობას ინარჩუნებს ამ ფორმით.
Image result for кофе с мёдом
  • В ვიტამინების ფართო სპექტრი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი და კალციუმი თქვენს სასმელს გაამდიდრებს შაქრის ნაცვლად. ყავა თაფლით ანტიოქსიდანტების შემცველობას უდრის, კოფეინი ხველებას ეხმარება, ხოლო თაფლი არბილებს და ხსნის სურდოს პროცესს.
Image result for кофе с мёдом
  • გემო - სულ სხვა საქმეა. ნამდვილი ყავის გურმანებისთვის ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნება. კულინარიაში ეს ორი პროდუქტი სპეციფიკურად ითვლება. თუკი კლასიკური ყავის გემო მოგწონთ, გამოიყენეთ აკაციის თაფლი, ხოლო თუკი თაფლის გემო გინდათ დომინირებდეს, მაშინ - ცაცხვის.
Image result for кофе с мёдом
არამარტო ინგლისელებს უყვართ სახლში მომზადებული ყავა უჩვეულო არომატით. თურქეთში ყავის თაფლით სამკურნალო საშუალების სახით გამოყენება 1000 წლის წინ დაიწყეს. ნებისმიერ შემთხვევაში ცდად ნამდვილად ღირს, ხოლო რაფინირებული შაქრის მიღებაზე კი დროა, უარი თქვათ.
Image result for кофе с мёдом
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თინი
საინტერესოა
12:28 / 29-10-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93