თქვენ დიდი ხანია არ ჭამთ ფასტ-ფუდსა და ტკბილეულს და რეგულარულად ხართ დაკავებული სპორტით, მაგრამ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოშორება მაინც ვერ შეძელით. ცოტა ვინმე თუ ხვდება, რომ ჩვეული რიტუალები ხელს გიშლიან წონის დაკლებაში. "მარაომ" მიაგნო იმ 5 ჩვევას, რომლებზეც დროა, უარი თქვათ, ვინაიდან ის პირდაპირ აისახება თქვენს წონაზე.
ზედმეტად ბევრი ძილი
- ძილის უკმარისობა იწვევს კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს დიდი რაოდენობით საკვების მიღებას, მაგრამ ზედმეტად ბევრი ძილიც არ არის საუკეთესო ვარიანტი. PLOS One-ის კვლევის თანახმად, 10 საათზე მეტი ხანგრძლივობის რეგულარული ძილი იწვევს სხეულის მასის ინდექსის მომატებას. ტყუილად არ ურჩევენ ექიმები ძილს სწორედ 7-9 საათს.
სიბნელეში მომზადება
- გაღვიძებისას, მაშინვე გაწიეთ ჟალუზები ან სქელი ფარდა. PLOS One-ის კვლევის თანახმად, დილის მზის ცისფერი შუქის ტალღები ეხმარებიან ორგანიზმს გაიღვიძოს და აამუშაოს მეტაბოლიზმი. დილის შუქის 20-30 წუთიც საკმარისია, რომ მოახდინოს გავლენა სხეულის მასის ინდექსზე.
ლოგინის დატოვება
- პარადოქსია, მაგრამ ეს ასეა. ამერიკულმა ძილის ნაციონალური ასოციაციის კვლევამ აჩვენა, რომ უკეთესად გძინავთ, თუ ყოველდღე შლით და ასწორებთ ლოგინს. ჯანმრთელი ძილი კი - ყველაზე სწრაფი გზაა ჯანსაღი წონის კორექციისკენ.
გავიწყდებათ აწონვა
- კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ყოველდღიური აწონვა ხელს უწყობს წონაში წარმატებულად დაკლებას. აწონვისთვის ყველაზე საუკეთესო დროა - დილა, რადგან უფრო ზუსტი იქნება. ამ პერიოდში სხეულში უფრო ნაკლები რაოდენობით არის წყალი, რაც ზუსტ წონას გიჩვენებთ.
ცოტას საუზმობთ
- მკვლევარები თელ-ავივის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ დილაობით აუცილებლად უნდა გაანებივროთ საკუთარი თავი გემრიელი საუზმით. საუზმე 600 კალორიისგან, რომელიც შედგება სამარხვო ცილისაგან, ნახშირწყლებისაგან და მცირე დესერტისგან, მოგცემთ საშუალებას, უკეთესად დაიცვათ კვების რეჟიმი მთელი დღის განმავლობაში.