ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე

ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე
„მუდ­მი­ვი ახალ­გაზ­რდო­ბის და სი­ლა­მა­ზის სას­მე­ლი“ - სწო­რედ ასე უწო­დე­ბენ ჩი­ნეთ­ში ჩაი „პუ ერს“, რომ­ლის ის­ტო­რია 2000 წლის წინ და­ი­წყო. წლე­ბის შემ­დეგ კი „პუ ერი“ სამ­შობ­ლოს სა­ზღვრებს გას­ცდა და დღეს მას მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორც „სი­ლა­მა­ზის და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის ელექ­სირს“, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ირ­თმევს. მათ შო­რის, ისე­თი სე­ლებ­რი­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯოს სტო­უ­ნი და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი. ისი­ნი რო­გორც წო­ნის კო­რექ­ცი­ის, ისე და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რე­გუ­ლა­რუ­ლად სვა­მენ „პუ ერის“.

„პუ ერი“ ჩაის უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ო­ბაა. ის პირ­ვე­ლად 2000 წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
მისი ის­ტო­რია ჩი­ნე­თის, იუ­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ი­დან იწყე­ბა. ჩაის სა­ხელ­წო­დე­ბა ქა­ლაქ პუ­ერს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩაის დამ­ზა­დე­ბის დიდი ხნის ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს.



„პუ ერის“ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია - დაძ­ვე­ლე­ბა. ის, რაც უფრო ძვე­ლია, მით უფრო სა­სარ­გებ­ლოა. „პუ ერს“ ზოგ­ჯერ ღვი­ნო­საც ადა­რე­ბენ, რად­გან წლე­ბი მას მხო­ლოდ უფრო უკე­თესს ხდის და დაძ­ვე­ლე­ბა ამ­დიდ­რებს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით.

„პუ ერის“ ჩაი მდი­და­რი არო­მა­ტით ხა­სი­ათ­დე­ბა. მას უძ­ვე­ლე­სი ხის ფოთ­ლე­ბის­გან ამ­ზა­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც 500-1000 წლი­საც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ხის ნედ­ლი და მწი­ფე ფოთ­ლე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად მუ­შავ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ „პუ­ე­რის“ ჩაის ორ სა­ხეს იღე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დამ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა მათ გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს, არო­მატ­სა და შე­სა­ხე­და­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ზა­დე­ბას, ესეც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ჩი­ნეთ­ში „პუ ერის“ ჩაის მომ­ზა­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის უძ­ვე­ლე­სი რი­ტუ­ა­ლი არ­სე­ბობს. რი­ტუ­ა­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის ზუსტ, თან­მიმ­დევ­რულ შეს­რუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და დიდ დრო­საც მო­ი­თხოვს. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩაის ოს­ტა­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პა­ტა­რა ჩა­ი­დან­ში გამ­ხმარ ფოთ­ლებს ადუ­ღე­ბულ წყალ­ში რამ­დე­ნი­მე წა­მით აჩე­რე­ბენ, შემ­დეგ ჭი­ქებ­ში ას­ხა­მენ და ღვრი­ან, რათა თა­ვი­დან აი­რი­დონ არა­სა­სურ­ვე­ლი გემო. პრო­ცესს რაც უფრო მეტ­ჯერ იმე­ო­რე­ბენ, ჩაი მით უფრო ღია ფერ­სა და რბილ არო­მატს იძენს.



გარ­და არო­მა­ტი­სა, „პუ ერის“ ჩაი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის კო­რექ­ცი­ა­ზე. ამ თვი­სე­ბის გამო „პუ ერი“ მა­ლე­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ბუ­ნებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბას, აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს. გარ­და წო­ნის კო­რექ­ცი­ი­სა, „პუ ერი“ ხელს უშ­ლის და­ბე­რე­ბას და იცავს კანს მზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნა­ო­ჭე­ბის­გან.

ამას­თან, ამ ჩაის აქვს ისე­თი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი, რაც და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს გან­წყო­ბა­ზე. მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ იზ­რდე­ბა ენ­დორ­ფი­ნე­ბის დონე, ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე. ამი­ტომ, ეს ჩაი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვის, ვინც ხში­რად გა­ნიც­დის დეპ­რე­სი­ას ან მარ­ტო­ო­ბას.

მსოფ­ლი­ო­ში „პუ ერის“ არ­სე­ბობს ორი სა­ხის - "შენ პუ ერი" და "შუ პუ ერი". „პუ ერი“ შე­იძ­ლე­ბა იყოს დაპ­რე­სი­ლი ან ფოთ­ლო­ვა­ნი. ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა დაპ­რე­სი­ლი სა­ხით, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ფორ­მა აქვს. ამას­თან, მუქი ყა­ვის­ფე­რი ფოთ­ლი­დან ვი­თარ­დე­ბა ძლი­ე­რი, პი­კან­ტუ­რი არო­მა­ტი და მი­წის გემო. ნა­ყენს გა­აჩ­ნია მუქი წი­თე­ლი ფერი.



აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „პუ ერის“ ჩაის სა­ქარ­თვე­ლო­შიც შეხ­ვდე­ბით. ის „ჩა­ი­მა­ნი­ას“ ქსელ­ში უკვე წლე­ბია იყი­დე­ბა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93