როგორ გავიღვიძოთ მარტივად და ვიყოთ მხნედ მთელი დღის განმავლობაში

როგორ გავიღვიძოთ მარტივად და ვიყოთ მხნედ მთელი დღის განმავლობაში
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მაღვიძარა იმ დროს გვაღვიძებს, როცა გარეთ ჯერ კიდევ ბნელა, ხოლო სახლში იმ დროს გვიწევს დაბრუნება, როცა მზე ჩადის. თუმცა ასეთ პირობებშიც კი შესაძლებელი ყოფილა პოზიტიური განწყობისა და სიმხნევის შენარჩუნება. „მარაო“ გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს.
Image result for КАК ЛЕГКО ПРОСЫПАТЬСЯ И БЫТЬ АКТИВНОЙ В ТЕЧЕНИЕ ВСЕГО ДНЯ
  • იმისათვის, რომ დილით მარტივად გაიღვიძოთ, უნდა გამოიძინოთ კარგად. შეეცადეთ, ღამით დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს. ოპტიმალური დრო ღამით დასვენების უნდა მერყეობდეს 7-9 საათის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, დათვალეთ, რომელზე უნდა დაწვეთ დასაძინებლად. აუცილებლად გაანიავეთ ოთახი და შეარჩიეთ კომფორტული ბალიში და საბანი.

  • დაიწყეთ დღე ჭიქა წყლით. შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონი ან თაფლი. ასეთი სასმელი ეხმარება ორგანიზმს გამოფხიზლებაში.

  • მიიღეთ კონტრასტული შხაპი, მაგრამ არა ცხელი. ან ცივი. წყალი უნდა იყოს ზომიერად თბილი იმისათვის, რომ შოკური თერაპია არ მოუწყოთ ორგანიზმს. გამოიყენეთ ციტრუსების შხაპის გელი, რაც ენერგიით აგავსებთ.

  • მოიმზადეთ სწორი საუზმე. მასში უნდა იყოს აუცილებლად ცილები, ნახშირწყლები და სწორი ცხიმები. სასარგებლო ვარიანტია - ომლეტი ბოსტნეულითა და ყველით, ტოსტი პურითა და ავოკადოთი, ქათმის ან ინდაურის ნაჭრით, თევზით და მწვანილით, ყველით და არაჟნით და არ დაგავიწყდეთ ყავა, რომელიც დამატებით ენერგიით დაგმუხტავთ და გამოგაფხიზლებთ.

  • შეეცადეთ, მეტი იმოძრაოთ. იპოვეთ შესაფერისი აქტივობის ტიპი - ეს იქნება ცურვა, იოგა, გაწელვები, საიქლინგი, კრივი. არ გაქვთ დრო დარბაზში სასიარულოდ? მაშინ ფიტნეს-თოკების მეშვეობით გააკეთეთ სახლის ვარჯიშები და ნუ იზარმაცებთ. ლიფტის გამოყენების ნაცვლად კიბეებით იარეთ, ნახევარი საათი ყოველდღიურად ისეირნეთ, შეამცირეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული.

  • ნუ ამწყვდევთ საკუთარ თავს. თუკი დღის განმავლობაში გრძნობთ დაღლას, მოიწყვეთ მეტი შესვენება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი დასვენების დრო პირდაპირპროპორციულია თქვენს შრომისუნარიანობასთან.


  • საღამოს შეაქეთ საკუთარი თავი მიღწევებისა და წარმატებებისთვის. ისინი ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ, ვარჯიშზე, საქმიან შეხვედრაზე, ახალი წიგნის წაკითხვისას, სასარგებლო ვებინარის ყურების დროს, გემრიელი კერძის მომზადების დროს. ყველაზე რთულ დღესაც კი შესაძლებელია საკუთარი თავისთვის საქებარი ქმედების მოძიება! არ დაგავიწყდეთ დღის ბოლოს მეორე დღის დაგეგმვა. ეს დაგეხმარებათ ცხოვრების გამარტივებასა და ყველაფრის მოსწრებაში.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93