ზამთარში „მზის დიეტის“ გამო ჩვენს ორგანიზმს ზიანი ადგება, განწყობასთან და იმუნიტეტთან ერთად. ყველაზე დეფიციტური ყველა ვიტამინს შორის - D ვიტამინია, რადგან, როგორც წესი, მას მზის სხივების მეშვეობით ვიღებთ.
- ზამთრის მენიუ, ზაფხულის მენიუსთან შედარებით, მწირია. ცოცხალი ხილის რაციონის შემცირება ჩვენს გარეგნობაზეც კი აისახება. ეს იმის გამო, რომ ორგანიზმი საჭირო რაოდენობით ვიტამინებს და მიკროელემენტებს ვერ ღებულობს.
არასწორი კვების შედეგს ზამთარში - ავიტამინოზი ჰქვია. მისი ნიშნებია: მადის დაქვეითება, მშრალი და მსხვრევადი თმა, მშრალი კანი, ჰერპესი, მომატებული ძილიანობა, გაღიზიანება და ა.შ. ცნობილია, რომ ორგანიზმი ყველაზე უკეთ ვიტამინებს ხილისა და ბოსტნეულისგან იღებს. კვების სწორი სისტემა დაგეხმარებათ ჰიპოვიტამინოზთან ბრძოლაში.
დიდი მარხვის პერიოდში ორგანიზს არ ჰყოფნის რკინა, რომელსაც ხორცპროდუქტები შეიცავს. ამ დანაკლისის შევსებაში დაგეხმარებათ ფორთოხალი, თხილი, ნიგოზი, ქეშიუ, ჩირეული და კომბოსტოს მწნილი. გაყინული ან დაჩირული კენკრა კი ისაა, რაზეც ორგანიზმი მადლობას გეტყვით.
- “აგროფაის” თხილეულის, ჩირისა და ტყლაპის მრავალფეროვანი ასორტიმენტით შეგიძლიათ უფრო ჯანსაღი გახადოთ თქვენი დღის რაციონი.
"აგროფაის" პროდუქციის სიჯანსაღეს განაპირობებს ერთი მხრივ ის, რომ გამორჩეული ქართული და იმპორტირებული ნედლეულისგან მზადდება და მეორე მხრივ, მისი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე შეფუთვა. სპეციალურად შერჩეული, ტრიპლექსური მასალა, რომელიც შესაფუთად გამოიყენება, იცავს პროდუქტს მავნე სხივების ზემოქმედებისგან, მასში გამოყენებული დამცავი აირი კი გამორიცხავს ლპობისა და ჟანგვის პროცესებს.
წარმოგიდგენთ ინფოგრაფიკას, თუ რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ ყოველდღიურად ზამთარში საჭირო ვიტამინების მარაგის შესავსებად.
„აგროფაის“ ასორტიმენტიდან შეგიძლიათ მიირთვათ:
- თხილი "ბერძნულა" მოხალული
- თხილი "კოლხური" მოხალული
- ნიგოზი უმაღლესი ხარისხის
- ნუში ნედლი
- ქეშიუ მოხალული
- გოგრის გული მოხალული
- მზესუმზირის გული
- ჩირი გარგრის
- ჩირი შავი ქლიავის
- ჩირი ალუბლის
- ჩირი შტოშის
- ფინიკი
- ქიშმიში გოლდენი
- ეგზო მიქსი
- კენკრის მიქსი
ვიტამინები უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის სისტემისა და ყველა ორგანოს სწორ მუშაობას და მყარ იმუნიტეტს. ვიტამინების ნორმალური ბალანსი, ასევე ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები - მაღალი გონებრივი და ფიზიკური აქტივობის გარანტია.