რა ვიტამინები აკლია ორგანიზმს ზამთრის პერიოდში და რომელი პროდუქტით შევივსოთ დეფიციტი

რა ვიტამინები აკლია ორგანიზმს ზამთრის პერიოდში და რომელი პროდუქტით შევივსოთ დეფიციტი

ადამიანის ორგანიზმი ზამთარში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ეს პერიოდი იმუნიტეტისთვის ნამდვილი გამოცდაა. იმისათვის, რომ ძალა, ენერგია, ჯანმრთელობა და სილამაზე შეინარჩუნოთ, ზამთარში კვებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

ზამთარი ბევრისთვის ასოცირდება ვირუსებთან, გაციებასთან და ინფექციურ დაავადებებთან. ასევე, გაღიზიანებასთან და ცუდ განწყობასთან. იცვლება გარეგნობაც: კანი ფერმკრთალი ხდება, სიცივეში შრება და იქერცლება; თმაც შრება და იმსხვრევა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ვიტამინების ნაკლებობაა.
სიცივეში ორგანიზმი სხვანაირად ფუნქციონირებს. იცვლება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ზოგიერთი ჰორმონის გამომუშავება. მზის დეფიციტის გამო ძილისთვის მეტი დრო
გვჭირდება. მუდმივი სიცივე და ცუდი განწყობა იწვევს სურვილს, რომ მიიღოთ კალორიული და ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, რომ გათბეთ.

  • რაც შეეხება ვიტამინებს, სეზონური მენიუ საჭირო ვიტამინებით ნაკლებადაა მდიდარი.

რა მივირთვათ ზამთარში


სეზონის ცივ პერიოდში, როდესაც მთელი სხეული ტანსაცმლითაა დაფარული და მზე ძალიან ცოტა ხნით ხვდება სახეს, ორგანიზმი თითქმის ყოველთვის განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას. მისი მიღება შესაძლებელია ხიზილალისგან, ცხიმიანი თევზისგან (ნორვეგიული ორაგული, ზეთოვანი თევზი, ქაშაყის ფილე) და კვერცხისგან. თუ თქვენს მენიუში ეს პროდუქტები საკმარისი რაოდენობით არ არის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს ვერ გაექცევით, რადგან D ვიტამინი აუცილებელია იმისთვისაც, რომ ორგანიზმმა კალციუმი კარგად შეიწოვოს. ქართულ ბაზარზე თევზეულის მწარმოებელი კომპანიების დეფიციტია. ამ მხრივ გამოირჩევა „ნიკორას“ შვილობილი ბრენდი - „ოკეანე“, რომელიც მაღალი ხარისხის, მრავალი სახეობის თევზეულს და წითელ ხიზილალას გვთავაზობს. თევზის ყველა სასარგებლო თვისების მისაღებად აუცილებელია, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის იყოს. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ სად და რა ბრენდის თევზს ვყიდულობთ.


ზამთარში ორგანიზმს ესაჭიროება ასევე C ვიტამინი, რომელიც ორგანიზმის მდგრადობას აძლიერებს დაავადებების მიმართ. ასევე, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. მისი მიღება ყოველდღიურად აუცილებელია. მიირთვით ციტრუსი (განსაკუთრებით, ლიმონი), კივი, მწვანე ხახვი და კომბოსტოს მწნილი.


A ვიტამინით და კალცით მდიდარია რძის პროდუქტი (რძე, ხაჭო, ყველი, კარაქი, მაწონი, არაჟანი).


  • E ვიტამინს შეიცავს თხილი, მზესუმზირა და ნიგოზი.
ვიტამინები D, E და A, იოდი, რკინა, ფოსფორი, თუთია, კალციუმი და სხვა - ეს თევზია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ცილები, რომელსაც თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს და რომელიც ორგანიზმში ძალიან კარგად შეიწოვება.

ასე რომ, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი დღის რაციონი, მით უფრო ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ ავიტამინოზი დაგემართოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93