არაერთხელ გექნებათ მოსმენილი გრეიპფრუტის სასარგებლო თვისებების შესახებ. ხშირად უცხოურ ფილმებში მთავარი გმირი სწორედ გრეიპფრუტს მიირთმევს საუზმეზე, თუმცა ყველაზე მწიფე ნაყოფსაც კი მწარე ქერქი აქვს, რომელსაც ადამიანების უმეტესობა გაფცქვნისას ყრის.
იმისათვის, რომ უნიკალური ციტრუსისგან მაქსიმუმი ავითვისოთ, თავი მოვუყარეთ 3 სხვადასხვა გამოყენების წესს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილი მთლიანად ან მხოლოდ ქერქი იმისათვის, რომ ცალკე დატკბეთ გემრიელი შიგთავსით.
სკრაბი კანისათვის
ძალიან ცოტამ იცის ის, რომ გრეიპფრუტის ქერქისგან არაჩვეულებრივი სკრაბი მზადდება. იმისათვის, რომ ყველა პესტიციდი მოვაშოროთ, რომელიც ხილის ზედაპირზე გროვდება, სრულიად საკმარისია თაფლიან წყალში გავრეცხოთ.
ინგრედიენტები:
- 0.5 გრამი გრეიპფრუტი
- 3 წვეთი ასკილის ზეთი
- 10 გრამი ზღვის მარილი
მომზადების წესი: - გახეხეთ ნახევარი გრეიპფრუტის ქერქი.
- დაუმატეთ ასკილის ზეთი და ზღვის მარილი
- მოურიეთ საგულდაგულოდ და შედგით მაცივარში 20 წუთით
დაიტანეთ მზა მასა ბამბის დისკზე და წრიული მოძრაობით მთელ სახეზე გადაინაწილეთ. აიღეთ სკრაბის ოდნავ დიდი რაოდენობა იმისათვის, რომ კანს მოაცილოთ ზედმეტი მკვდარი უჯრედები და დაუბრუნოთ ბუნებრივი სილამაზე.
გრეიპფრუტის ჩაი
გრეიპფრუტის ჩაი აძლიერებს საჭმლის მონელებას და აძლიერებს იმუნიტეტს.
ინგრედიენტები:
- 2 ცალი გრეიპფრუტი
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 ტოტი კოჭა
- 0.5 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
- 0.5 ლიტრი წყალი
მომზადების წესი: - გაწურეთ გრეიპფრუტი.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიიყვანეთ დუღილამდე.
- 5-10 წუთით დატოვეთ გასაგრილებლად, საცერში გაატარეთ.
თუკი რაიმე ცხელის დალევა გესიამოვნებათ, ეს რეცეპტი იდეალურია.
ინგრედიენტები:
- 450 გრამი მწვანე ჩაი
- 2 ნაჭერი გრეიპფრუტი
- 2 ტოტი როზმარინი
- 4 ბაღის მიხაკი
- 2 ფირფიტა კოჭა
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადების წესი: - წამოადუღეთ ჩაი, დაუმატეთ მიხაკი და თაფლი, მოურიეთ.
- ჭიქაში ჩაყარეთ ერთი ნაჭერი კოჭა და გრეიპფრუტი, დაუმატეთ როზმარინის ტოტი.
- დაასხით ჩაი, მოურიეთ.
გრეიპფრუტის მურაბა
სასარგებლო გრეიპფრუტის მურაბა გემოზე ოდნავ მწკლარტეა, თუმცა შაქრის დამატებით შეგიძლიათ დაატკბოთ.
ინგრედიენტები:
- 110 გრამი გრეიპფრუტის ქერქი
- 110 გრამი შაქარი
- 30 მილიგრამი წყალი
- 700 მილიგრამი გრეიპფრუტის წვენი
მომზადების წესი: - მოადუღეთ ქერქი წყალში, სანამ არ დარბილდება. გააშრეთ და დატოვეთ მაცივარში ერთი ღამით.
- წვრილად დაჭერით ქერქი, ოდნავ დაჭყლიტეთ სამზარეულოს ჩაქუჩით.
- შაქარი გახსენით წყალში და წამოადუღეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ წვენი და მიიყვანეთ დუღილის კონდიციამდე.
- დაუმატეთ ქერქი, დაუწიეთ ცეცხლს და მოამზადეთ 25-30 წუთის განმავლობაში, მანამ, სანამ ქერქი არ გაუფერულდება. პერიოდულად მოურიეთ.
გრეიპფრუტი დაგეხმარებათ არა მარტო გახდომაში, არამედ დაუბრუნებს კანს სიჯანსაღეს, მოგიხსნით დაღლილობას და აგიმაღლებთ განწყობას. წამოადუღეთ არომატული ციტრუსის ჩაი და გემრიელად მიირთვით.
წყარო