როგორ გამოვჯანმრთელდეთ წამლებისა და ანტიბიოტიკების გარეშე - Marao

როგორ გამოვჯანმრთელდეთ წამლებისა და ანტიბიოტიკების გარეშე

2020-01-31 11:00:33+04:00


ნატურალური ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ სიცივეების დაძლევაში.  „სტანდარტული წამლები სურდოსა და გაციების წინააღმდეგ, რომლებიც დანიშნულების გარეშე გაიცემა, როგორც წესი, მიმართულია ხველებისა და თავის ტკივილის წინააღმდეგ. მათი მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, უკეთ გრძნობთ თავს, თუმცა ასეთი პრეპარატები სურდოს წყაროს ნამდვილად ვერ შეებრძოლება. მეტიც, მათ შეუძლიათ ერთი სიმპტომის შემსუბუქების ფონზე მეორეს წარმოშობა ან გართულება“ - ხსნის მედიცინისა და მეცნიერების ექიმი ტაზ ბჰატია, მაგალითისთვის კი ანტიჰისტამინური საშუალებები მოჰყავს, რომელთაც შეუძლიათ ცხვირის ლორწოვანი გარსის „ამოშრობა“ და ყურის ინფექციების წარმოქმნა.

Image result for Как вылечить простуду без таблеток и антибиотиков

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. ამიტომ თქვენთვის შესაფერისი მეთოდით უნდა შეებრძოლოთ. არსებობს უნივერსალური მეთოდები, რომლებიც სასარგებლოა ნებისმიერისთვის. იმისათვის, რომ სიცივეების პერიოდში იმუნიტეტი ძლიერი იყოს, ნატურალურ საშუალებებს მიანიჭეთ უპირატესობა. ექიმის რჩევები კი ასე გამოიყურება:

Image result for Как вылечить простуду без таблеток и антибиотиков

შეებრძოლეთ პირველად სიმპტომებს

  • „ვირუსული ინფექცია მომდევნო დღისა და კვირების განმავლობაში განვითარებას განაგრძობს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეებრძოლებით პირველი 24 საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ წყლის ბალანსი ორგანიზმში. რეკომენდებულია ჩართოთ პროცესში ჩინური ტრადიციული მცენარე ასტრაგალი, რომელიც მდიდარია ფლავონოიდებით. მიიღეთ ის საკვები, რომელიც მდიდარია С ვიტამინით, ან სოკო რეიშა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს. მიიღეთ 1-2 გრამის ოდენობით. როგორც კი შეატყობთ, რომ სურდო ან გაციება გეწყებათ, საათში ერთხელ მიიღეთ ჩამოთვლილი საშუალებები.“
Related image

გამოირეცხეთ ცხვირი

  • ამისათვის დაგჭირდებათ მარილიანი წყალი, კიდევ ერთი პოპულარული საშუალება სურდოს წინააღმდეგ საბრძოლველად. აუცილებელია ცხვირის გამორეცხვა. შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინჰალაცია და შეისუნთქოთ გაციების წინააღმდეგ ორთქლი არსებული ზეთებით, როგორებიცაა ევკალიპტი, როზმარინი, ორეგანო. „ეს ნატურალური ანტიჰესტამინებია, რომლებიც ცხვირის ლორწოვან გარსს დაიცავს.“
Related image

შეიმსუბუქეთ ყელის ტკივილი

  • სცადეთ კორეული ჟენშენის ფხვნილი. გახსენით ერთი სუფრის კოვზი წყალში ან ჩაიში. ასეთი სასმელი გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას და კუჭ-ნაწლავსაც მოგიწესრიგებთ. "ჟენშენის ქერქი დაგეხმარებათ ყელის ტკივილის შემსუბუქებაში“ - განმარტავს ექიმი ტაზი.
Related image

მომჯობინდით ბოლომდე

  • „გაციებას თავი სრულად უნდა დააღწიოთ. მქონია შემთხვევა, როცა სამუშაოს ძალიან მალე შევუდექი, რამაც შედეგად მომცა ის, რომ სურდო შემომიბრუნდა და უარესად გავცივდი“ - აღიარებს ტაზ ბაჰტია. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ ყველაზე მცირე, 1.5 ლიტრი წყალი, ხოლო ყავის, ალკოჰოლისა და გაზიანი სასმლის მიღების შემდეგ - 200-250 მილილიტრი წყალი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გაციებისას უფრო მეტ ხანს გეძინოთ და სწორი კვების წესი შეინარჩუნოთ.
Related image

მიიღეთ ანტიბიოტიკები რაც შეიძლება იშვიათად

  • „მაშინაც კი, თუკი სურდო გაქვთ, ანტიბიოტიკებზე უმჯობესია უარი თქვათ. „ანტიბიოტიკები არ მოგარჩენთ, მათი მიღება უმჯობესია გართულების შემთხვევაში, თუკი პნევმონიასა და ოტიტში გადაიზარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიბიოტიკებს იმუნური სისტემის დაზიანება შეუძლია.“
Related image

არ დაგავიწყდეთ პროფილაქტიკა

  • საუკეთესო საშუალება სურდოსთან საბრძოლველად - უსაფრთხოების წესების დაცვაა იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით; გადაწმინდეთ ზედაპირი, რომელსაც ხშირად ეხებით, მაგალითად, ტელეფონის ეკრანი, კლავიატურა; ჯანსაღი ცხოვრების წესი შეინარჩუნეთ და იარეთ ბევრი სუფთა ჰაერზე, იკვებეთ ჯანსაღად და იძინეთ დიდხანს.
Related image

წყარო