ალბათ, გქონია ისეთი მომენტები, როდესაც დილაუთენია ადგომა და სამსახურში თუ სასწავლებელში წასვლა თითქმის გმირობის ტოლფასი ყოფილა. განსაკუთრებით ძალიან ჭირს ადრე გაღვიძება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. მუდმივი დაღლილობის შეგრძნება... მოკლედ, გამოუძინებლობამ შესაძლებელია მომავალში სერიოზული პრობლემები მოგიტანოთ!
1. წონა
სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო, პარალელი გაგევლო ძილის უკმარისობასა და ჭარბ წონას შორის. ახლა კი დამტკიცებულია, რომ მათ შორის პირდაპირი კავშირია. არასაკმარისი ძილი მოქმედებს გლუკოზაზე და გარკვეულ ჰორმონებზე, ასევე, მეტაბოლიზმზე, ეს ყველაფერი კი აძლიერებს მადას. როდესაც თავს გრძნობ დაღლილად, არანაირი სურვილი არ გაქვს, დაკავდე სპორტით.
2. განწყობა
ძილის უკმარისობა სტრესის დონეს ამძაფრებს. ბრაზი, უკმაყოფილება... ამ დროს ნეგატიური რეაქციები უფრო ჭარბობს, ვიდრე პოზიტიური. მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ ეს ყველაფერი.
3. მეხსიერება
თუ ძალიან ხარ გადაღლილი, სავარაუდოდ, ძალიან ბევრ დროს დაკარგავ რომელიმე ადამიანის სახელის ან რამე სიტყვის გახსენებაში. საქმეზე ფოკუსირება და ეფექტური მუშაობაც არ გამოდის. ხშირად ასეთ შემთხვევაში გვეხმარება ცოტაოდენი ენერგია. მას გვმატებს ყავა ან ის, რაც დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს. საბოლოო ჯამში, ეს სასმელები ცუდად მოქმედებს ძილზე და გამოდის, რომ წრეზე დავდივართ.
4. კანი
კი, კანიც იჩაგრება ასეთ დროს, თუ გძინავს ძალიან ცოტა ხანი. ღამე ორგანიზმი გამოჰყოფს სპეციალურ კოლაგენს და თუ არაა საკმარისი დრო, კანი ვერ ასწრებს აღდგენას. ასეთ დროს გამოიყოფა ბევრი კარტიზოლი, რაც ხელს უწყობს აკნეს და კანის სხვა პრობლემებს.
5. ფსიქიკური მდგომარეობა
ძილის უკმარისობა ზრდის ფსიქიკური არასტაბილურობის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, აქ მარტო უძილობა არ არის მიზეზი, მაგრამ დიდი ალბათობით, ასევე დიდი ხელშემწყობია. თუ აღმოაჩენ, რომ უძილო ღამის მერე, მეორე დღეს გაღიზიანებული ხარ, იცვლება ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად, მიმართე ექიმს.
6. მადა
კიდევ ერთი უსიამოვნო შედეგი. ღამენათევი ორგანიზმი ითხოვს მეტ «საწვავს» და თან მავნე, სწრაფი ნახშირწყლების სახით. შაქარი, კალორიული საჭმელი, ტკბილი სასმელები - ეს ყველაფერი არ ეხმარება ჯანმრთელობას, არამედ ვნებს.
თათა შენგელია
წყარო