ცხიმიანი კანი თავისთავად ნიშნავს ხელგაშლილ და სტუმართმოყვარე ფორებს, რომლებიც მუდამ მზად არიან, ნებისმიერი სახის ბაქტერიას უმასპინძლონ. ამ ტენდენციას არც ჩემი კანი ჩამორჩა და ერთ დღესაც, როცა ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელში თავმომწონედ ვირგებდი ახალ კაბას, ზურგზე გამონაყარი აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა, პანიკამაც არ დააყოვნა, რადგან ეს სწორედ ის კაბა იყო, რომელიც ერთ კვირაში ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უნდა ჩამეცვა და რომელშიც ჩემი ზურგი იდეალურად ჩანდა.
კაბა მაინც ვიყიდე და სახლში წამოვედი. სახლში მოსულმა გამონაყარის გამომწვევი მიზეზების ძებნა დავიწყე და ვიპოვე სტატია, სადაც დეტალურად იყო განხილული, რა იწვევს გამონაყარს ზურგზე და როგორ უნდა ვიმკურნალოთ. ტექსტის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ სავარაუდო მიზეზები გავიგე:
- მეტალის სამკაულები
- სარეცხი ან კოსმეტიკური საშუალებები
- ბაქტერიები
- მწერის ნაკბენი
- ეგზემა
გამორიცხვის მეთოდით მივედი იმ დასკვნამდე, რომ გამონაყარი ჩემი კანის პროტესტი იყო ბაქტერიებზე, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი, ჩემმა ფორებმა დაპატიჟეს.
გადავწყვიტე, რომ ამ პრობლემას მე თვითონ გავმკლავებოდი, რადგან პრობლემურ კანთან ბრძოლის დიდი გამოცდილება მაქვს. მოვიძიე უამრავი ინფორმაცია და გავწერე გეგმა, როგორ უნდა მომეშორებინა გამონაყარი ერთ კვირაში.
- დავიწყე ექსფოლიაციით, რათა ფორები ზედმეტი მტვრისგან და ჭუჭყისგან გამეთავისუფლებინა - ამისთვის სკრაბი გამოვიყენე.
- შემდეგი ეტაპი იყო ახალი პროდუქტის გატესტვა, რომლის შესახებ ქალების ჯგუფში ამოვიკითხე და ისეთი კარგი შეფასებები ჰქონდა, მეც ვიყიდე. ეს პროდუქტი არის „ფაგიო“, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ბაქტერიებით გამოწვეული ჩირქოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. მე ბამბის დისკზე ვაწვეთებდი და გამონაყარზე ლოკალურად ვისვამდი.
- ამ დროის განმავლობაში ვეცადე, მინიმუმამდე შემემცირებინა ცხიმიანი, შემწვარი და ნახშირწყლებით მდიდარ საკვების მიღება. ეს ნაკლებად გამომივიდა, მაგრამ მთავარია, რომ ვეცადე.
ჩემი პრობლემა 5 დღეში მოვაგვარე, თანაც ისე, რომ გამონაყარის შემდგომი ნაწიბურებიც კი არ დამრჩა.
როგორც უკვე შემდგომში გავარკვიე, ეს შედეგი ჩემ მიერ არჩეული პროდუქტის დამსახურებით მივიღე. როგორც საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემმა დერმატოლოგმა მითხრა, „ფაგიო“ განსაკუთრებით ეფექტურია ჩირქოვანი გამონაყარის დროს, რადგან ძალიან ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს. ჩემს შემთხვევაში არანაირი იარა და ნაწიბური არ დამრჩენია. ამის შემდეგ, დარწმუნებით გირჩევთ ამ პროდუქტის გამოყენებას ჩირქოვან გამონაყარზე.
ჩემი ამბავი თუ გაინტერესებთ, ყველაფერი ზღაპრულად დასრულდა - ახალი კაბით ღონისძიებაზე თავდაჯერებული მივედი და ბევრი კომპლიმენტიც მივიღე.