გრიპისა და კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა გრიპს უფრო მეტად ახასიათებს მაღალი ტემპერატურა თავის, სახსრების, კუნთების ტკივილით, ზოგჯერ დიარეა და გულისრევა, ზოგჯერ კი ხველა და სურდო, ხოლო კორონავირუსს ახასიათებს მაღალი სიცხე ხველით, სუნთქვის გაძნელების და გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებით. მაგრამ თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა გამორიცხულია. როგორც კი მაღალ სიცხეს და ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სიმპტომს დააფიქსირებთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს! აქვე აღვნიშნავთ, რომ გრიპისა და კორონავირუსის მიმდინარეობის სიმძიმე ბევრ ფაქტორზეა (მათ შორის, ორგანიზმის ზოგად მდგომარეობასა და ასაკზე) დამოკიდებული.
გახსოვდეთ, რომ გრიპი და კორონავირუსი ადვილად ვითარდება და უფრო მძიმედ მიმდინარებს: მოხუცებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ორსულებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში (ასთმა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, სასუნთქი სისტემის პათოლოგიები) და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.
წესი N1. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით!
გახსოვდეთ, რომ ხელების ჰიგიენა გრიპისა და კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ნუ შეეხებით დაუბანელი ხელებით თვალებს, პირს და ცხვირს, რადგან გრიპი და კორონავირუსი ამ გზითაც გადადის.
თუ ხელების საპნით დაბანის საშუალება არ გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ სპირტის შემცველი ან მადეზინფიცირებელი ხელსახოცები.
წესი N2. ჩაატარეთ ზედაპირების დეზინფექცია!
გაასუფთავეთ ზედაპირები (მაგიდა, სკამები, კარის სახელურები, ლეპტოპები, ტელეფონები და ყველაფრის ზედაპირი, რასაც კი ხელით ხშირად ეხებით) შესაბამისი საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებებით.
ზედაპირების რეგულარული დეზინფიცირება-წმენდა მათ ვირუსებს აშორებს.
წესი N3. ურთიერთობების დროს დაიცავით მანძილი და ეტიკეტი
ვირუსი გადაეცემა დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელს ჰაერ-წვეთოვანი გზით (დაცემინება, ხველა). ამიტომ აუცილებელია საუბრისას დაავადებულიდან 1 მეტით მაინც იყოთ დაშორებული.
საზოგადოების თავშეყრის ადგილებში (მათ შორის, ტრანსპორტსა და ნებისმიერ დახურულ სივრცეში) გაიკეთეთ პირბადე (ნიღაბი);
ხველის და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსა და პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი და შემდეგ გადააგდეთ ნაგვის ურნაში;
მასობრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავის შეკავებამ შეიძლება შეამციროს ინფიცირების რისკი. გაგრძელება