ახალი ტიპის კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ იქცა. საქართველოშიც უკვე გამოვლინდა ვირუსის პირველი შემთხვევა. ის აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის, აშშ-შიც. ამერიკელი მედიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ამიტომაც, ისინი მოსახლეობას მზადყოფნისკენ მოუწოდებენ და პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევენ.
ვნახოთ ამერიკელი ექიმებისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტთა რეკომენდაციები - როგორ მოვემზადოთ კორონავირუსისთვის?
როგორც ინფექციური დაავადებების ექსპერტები აღნიშნავენ, პირველ რიგში, აუცილებელია, არ ჩავარდეთ პანიკაში!
"ასეთ დროს მთავარი მანტრაა: იყავი მშვიდად და განაგრძე ცხოვრება" - ამბობს ბრაუნის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ექიმი მარგარეტ ნილი.
"თუ დაინახავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ნებისმიერ ადგილას თქვენ სიახლოვეს ადამიანს, რომელიც ახველებს, აცემინებს, აუცილებლად გაეცალეთ" - გვირჩევს ინფექციური დაავადებებისა და კორონავირუსის ექსპერტი, ექიმი სტენლი პერლმანი. გაგრძელება