- საპირფარეშოში გსურთ შესვლა და მთელი ძალით იტანჯებით, რადგან ძალიან გინდათ ფილმის ყურება განაგრძოთ ან სამუშაოს დასრულებას ელოდებით. ნაცნობი სიტუაციაა? გაითვალისწინეთ: შარდის რეგულარულად შეკავებამ შეიძლება საშიშ შედეგამდე მიგიყვანოთ.
შარდის ბუშტის სიგნალების უგულებელყოფა ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.
უხერხული სიტუაცია
მოდით, ვიყოთ რეალისტები: როდესაც ერთ ფეხს მეორე ფეხზე გადაიდებთ და თავს ისე შეიკავებთ, ვითომ არაფერი, ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს ვერ გასტანს.
წარმოიდგინეთ წყლით სავსე ბუშტი, რომელიც დროის გასვლასთან ერთად უფრო მძიმე და სავსე ხდება. კუნთები შარდის ბუშტის იგნორირებაში გვეხმარებიან და შესაძლოა, ზეწოლას გაუძლოთ, მაგრამ საკითხავია, რის ფასად.
მენჯის კუნთების პრობლემა
რაც უფრო დიდხანს და ხშირად მიმართავთ იგნორს, მენჯის კუნთები მით უფრო სუსტებიან.
დროთა განმავლობაში კი ჩნდება იმის საშიშროება, რომ დისფუნქცია განიცადონ.
შესაბამისად, შარდის ბუშტზე შეიძლება კონტროლი დაკარგოთ.
შეცვალეთ ჩვევები, რათა თავს არ ავნოთ.
ტკივილის შეგრძნება, რომელიც ხანგრძლივია
ალბათ, იცით, როგორია ის გრძნობა, როცა დიდხანს იკავებთ თავს და შემდეგ შვებას ელით, მაგრამ...
პროცესს მოჰყვება ტკივილი მას შემდეგ, რაც ტვირთისგან გათავისუფლებას დაიწყებთ.
გარკვეულ მომენტში ტკივილი ჩნდება მუცლის ქვედა ნაწილში და მან შეიძლება პროცესის შემდეგაც არ გაიაროს. თქვენ შეიძლება შარდვის დროს ტკივილი გაგიმეორდეთ.
აი, რაშია საქმე: კუნთები იმდენად დაძაბული იყო, რომ მოდუნება არ შეეძლო, რაც თავის მხრივ, ტკივილს წარმოქმნიდა.
შარდის ბუშტის დაჭიმვა
რა შედეგები მოჰყვება გაფართოებულ შარდის ბუშტს?
ორგანიზმი შეწყვეტს რეაგირებას კონკრეტულ სიგნალებზე. უფრო ზუსტად, საუბარია სიგნალებზე, რომლებსაც ტვინი უგზავნის სხეულს იმის შესახებ, რომ ბუშტის დაცლა აუცილებელია.
წყარო