გრიპის საშიში გართულების 4 ნიშანი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ დროულად ამოიცნოთ - Marao

გრიპის საშიში გართულების 4 ნიშანი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ დროულად ამოიცნოთ

2020-03-02 13:01:57+04:00


სურდოს შესაძლო გართულებებს შორის პნევმონია, სეფსისი და გულის ინფექციის გამომწვევი დაავადებები შესაძლოა აღმოჩნდეს.

Image result for признака опасных осложнений гриппа, которые важно вовремя распознать

სურდო - უბრალოდ ვირუსული დაავადება არ არის, რომელიც რამდენიმე დღით იწვევს სახლში თვითიზოლაციას, ნორმალურად მუშაობის, ყველასთან ჩვეულებრივ კომუნიკაციის შეზღუდვას. ეს არის საშიში ინფექცია, რომლის გამოც ყოველწლიურად თითოეულ ქვეყანაში საშუალოდ 500-დან 1000-მდე ადამიანი კვდება. თუკი სურდო არ არის შესაბამისი წესებით განკურნებული და პაციენტს გადააქვს “ფეხზე” მარტივად, არ მიმართავს ექიმს, შესაძლოა საშიში გართულებების განვითარებას შეუწყოს ხელი. ყველაზე გავრცელებული კი პნევმონია, მიოკარდიტი, სეფსისი და ენცეფალიტია. აუცილებელია ამოიცნოთ საშიში ვირუსის სიმპტომები იმისათვის, რომ დროულად აღმოფხვრათ და არ მიხვიდეთ სავალალო შედეგამდე.

Image result for Затрудненное дыхание

გართულებული სუნთქვა

  • ეს უბრალოდ დახშული სასუნთქი სისტემა არ არის, რომელსაც ყველა პაციენტი ხვდება გაციებისას: გართულებული სუნთქვა ან მშვიდ მდგომარეობაში მძიმე ამოსუნთქები - ეს სწორედ ის მიზეზია, რომლის გამოც ექიმს უნდა მიმართოთ. ეს სიმპტომი შესაძლოა პნევმონიის წინაპირობა აღმოჩნდეს. რომლის რისკის ქვეშ ასთმის მქონე ადამიანები არიან პირველ რიგში.
Image result for Боли в груди или животе

მკერდის და მუცლის არეში ტკივილი

  • უმნიშვნელო ტკივილის შეგრძნება მუცლის ან მკერდის არეში, რომელიც სურდოს შემდეგ განგივითარდათ, ექიმთან მიმართვის აუცილებელი მიზეზია. თუკი მწვავე ტკივილს გრძნობთ და ერთგვარ წვას მკერდის არეში ან მუცელში, სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი, ვინაიდან ეს შესაძლოა მიოკარდიტის ან პერიკარდიტის მიზეზი აღმოჩნდეს.
Image result for Внезапное головокружение

უეცარი თავბრუსხვევა

  • ძლიერი თავბრუსხვევები, დეზორიენტაციის შეგრძნება და კოგნიტური ფუნქციის შესუსტება (მაგალითად, გიჭირთ სიტყვების მოძებნა ან კონკრეტულ რაღაცებზე მობილიზებას ვერ ახერხებთ) - ეს ის მიზეზია, რომლის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ამას დართული 38 გრადუსი სიცხე უკვე სეფსისის ნიშანი შესაძლოა აღმოჩნდეს.

Image result for Сильная и постоянная рвота

ძლიერი ან მუდმივი პირღებინება

  • ზოგჯერ სურდოს თან ერთვის პირღებინება, თუმცა ეს სიმპტომი ნორმის ფარგლებში ორ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუკი პირღებინება უფრო დიდხანს გრძელდება და ამას სისხლიც და სიცხეც ერთვის, საწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი, ეს სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.
Image result for признака опасных осложнений гриппа, которые важно вовремя распознать

წყარო