როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად - ფოტოინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან - Marao

როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად - ფოტოინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან

2020-03-09 10:44:15+04:00


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია ვირუსებთან საბრძოლველად ხშირად და საფუძლიანად ხელების დაბანაა.

თუმცა, იცით, როგორ დაიბანოთ ხელები სწორად? - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომლებიც ვირუსების პრევენციისთვის დაგეხმარებათ.

რეკომენდაციების თანახმად, ხელების დაბანა 30-40 წამის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, შემდეგი თანმიმდევრობით:

  • დაისველეთ ხელები წყლით
  • დაისხით ხელისგულზე საპონი და გაინაწილეთ თანაბრად ხელისგულებზე
  • მარჯვენა ხელისგულით დაიმუშავეთ მარცხენა ხელის ზურგი, თითების გადაჭდობით და პირიქით
  • ხელისგულები შეატყუპეთ და თითები გადააჭდეთ
  • თითების ზურგები დაიმუშავეთ მეორე ხელის მუჭში მოქცევით
  • მარცხენა ცერა თითი დაიმუშავეთ წრიულად მარჯვენა ხელის მუჭში მოქცევით და პირიქით
  • მარჯვენა ხელის თითების წინ და უკან წრიული მოძრაობით მარცხენა ხელისგულზე და პირიქით
  • დაიბანეთ ხელები წყლით
  • გაიმშრალეთ ხელები ერთჯერადი ხელსახოცით
  • დაკეტეთ ონკანი ამავე ხელსახოცით

იხილეთ ინფოგრაფიკა