"ბავშვს ხელებს სპირტიანი ხსნარით ნუ დაუმუშავებთ, გაიყვანეთ ისინი ღია ცის ქვეშ" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს კორონავირუსთან საბრძოლველად

"ბავშვს ხელებს სპირტიანი ხსნარით ნუ დაუმუშავებთ, გაიყვანეთ ისინი ღია ცის ქვეშ" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს კორონავირუსთან საბრძოლველად
სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ კო­რო­ნა­ვირუ­სით ბავ­შვის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 12 წლი­საა. მე­დი­კო­სე­ბის თქმით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სი ბავ­შვებ­ში ნაკ­ლე­ბად ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა პე­დი­ატ­რე­ბი მშობ­ლებს აღ­ნიშ­ნულ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზო­ბენ.

ცნო­ბილ­მა პე­დი­ატრმა ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "დღის თემა" აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სახ­ლში მის­ვლის შემ­დეგ მშობ­ლებ­მა ბავ­შვებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბამ­დე ყვე­ლა ჰი­გი­ე­ნუ­რი წესი და­იც­ვან.
რო­გორც მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ტა­რე­ბი ხში­რად გა­იყ­ვა­ნონ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, თუმ­ცა აქვე დას­ძენს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ცუ­ლი იყოს გარ­კვე­უ­ლი დის­ტან­ცია.
"ზო­გა­დად,
რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სა­ერ­თო. მე მინ­და მო­ვუ­წო­დო მშობ­ლებს, რომ ქუ­ჩი­დან შე­მო­სუ­ლე­ბი ნუ აკო­ცებთ ბავ­შვებს, ნუ მიხ­ვალთ მათ­თან იმ ტან­საც­მლით, რომ­ლი­თაც ქუ­ჩა­ში იყა­ვით, ნუ შე­ე­ხე­ბით ბავ­შვებს და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლე­ბით, ნუ გა­და­კოც­ნით.

გა­მო­იც­ვა­ლეთ, და­ი­ბა­ნეთ ხელი, იხ­მა­რეთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი და ასე მი­უა­ხ­ლოვ­დით პა­ტა­რებს, თუმ­ცა აქაც გა­და­კოც­ნის­გან და ჩა­კოცვნის­გან თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ. ქუ­ჩა­შიც უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, ლო­ყა­ზე ბავ­შვს მო­უ­თა­თუ­ნე­ბენ ხოლ­მე. ეს და­უშ­ვე­ბე­ლია.

არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი იმი­სა, რომ პა­ტა­რე­ბი ღია ცის ქვეშ ატა­რონ, ასე­ირ­ნონ, თუმ­ცა უნდა და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით მეტ­რანა­ხე­ვა­რი-ორი მეტ­რით ნუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ნუ­რა­ვინ ბავ­შვს" - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­ჩიშ­ვილ­მა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93