13 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გააძლიერებს და ვირუსისგან დაგიცავთ - Marao

13 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გააძლიერებს და ვირუსისგან დაგიცავთ

2020-03-12 11:08:54+04:00


თუ გსურთ ზამთრის ვირუსებისა და გრიპისგან თავის დაღწევა, ეს 13 სახეობის საკვები დაგეხმარებათ გაციების თავიდან აცილებაში და მედიკამენტების იძულებით მიღებაც არ დაგჭირდებათ:

1. ციტრუსები

უმრავლესობა C ვიტამინს მაშინ იღებს, როდესაც უკვე გრიპი ხვდება, თუმცა, გაციებამდე მისი ხილის სახით მიღება დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში. C ვიტამინი სისხლის თეთრი უჯრედების შექმნას უწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია ინფექციებთან საბრძოლველად. C ვიტამინით მდიდარია:

  • გრეიპფრუტი
  • ფორთოხალი
  • მანდარინი
  • ლიმონი

იმის გამო, რომ თქვენი სხეული არც ინახავს და არც აწარმოებს C ვიტამინს, საჭიროა მისი ბუნებრივი სახით ყოველდღიურად მიღება. ამიტომ შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი ხილის რამდენიმე წვეთი მოასხათ ნებისმიერ კერძს და ისე მიირთვათ.

2. ბულგარული წიწაკა

მხოლოდ ციტრუსი არ შეიცავს ვიტამინ C-ს. ბოსტნეულებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია წითელი ფერის ბულგარული წიწაკა, რომელიც ციტრუსებზე ორჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს.

3. ბროკოლი

ბროკოლი ვიტამინებით და მინერალებით სავსე პროდუქტია. შეიცავს A, C და E ვიტამინებს, ასევე, ანტიოქსიდანტებს და ბოჭკოს. ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეულია, რომელიც კი ადამიანმა შეიძლება მიიღოს. მთავარია, მისი მომზადებისას დაიცვათ ზომიერება და ზედმეტად არ გადახარშოთ.

გაგრძელება