როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი - იმუნოლოგი WHO-ს რეცეპტს გვიზიარებს

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი - იმუნოლოგი WHO-ს რეცეპტს გვიზიარებს
ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 129,842 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ქვე­ყა­ნა­ში სულ 25 და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა გვაქვს, რო­მელ­თა­გან 2 უკავ­შირ­დე­ბა ირან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას, 1 - ეს­პა­ნეთ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა პირ­და­პირ ან ირი­ბად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იტა­ლი­ას­თან.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა ნიშ­ნავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს და და­იც­ვას ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რო­მელ­საც ის თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად გას­ცემს.

პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცია არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის
გარ­და, თავი შე­ი­კა­ვოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის­გან, ასე­ვე და­იც­ვან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი და პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია: ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა; სა­ხე­ზე/ თვალ­ში / პირ­ზე ხე­ლის შე­ხე­ბის­გან თავი არი­დე­ბა; ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა; ხვე­ლი­სა და ცე­მი­ნე­ბის ეტი­კე­ტის დაც­ვა; ქუ­ჩა­ში ცხო­ვე­ლებ­თან ახლო, და­უც­ვე­ლი კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გავ­რცელ­და, თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში მო­ი­პო­ვე­ბა ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ასე­ვე, ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ხსნა­რე­ბი.

თუმ­ცა მათ­თვის, ვინც ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ხსნა­რე­ბის შე­ძე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა, იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს WHO-ს მიერ მო­წო­დე­ბულ რე­ცეპტს, თუ რო­გორ და­ვამ­ზა­დოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხსნა­რი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.

იხილეთ რეცეპტი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93