მეცნიერებმა გაარკვიეს რომელი ტემპერატურაა იდეალური კორონავირუსის გავრცელებისათვის.
პეკინი, 13 მარტის განცხადება:
სუნ იატსენის უნივერსიტეტის (ქალაქი ჩჟუნშანი, ჩინეთი) მეცნიერებმა შეისწავლეს COVID-19 ინფექციის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის გავრცელების თავისებურებები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პათოგენის გადაცემისათვის ყველაზე იდეალურია 35-50 % ტენიანობა და 5-დან 8,72 გრადუსამდე ტემპერატურა.
სპეციალისტებმა გააანალიზეს პერიოდი 20 იანვრიდან 4 თებერვლამდე, როდესაც ჩინეთში და კიდევ 26 ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო დაავადების 24 139 შემთხვევა. იმ დროისათვის ხუბეის პროვინციიდან უკვე გამოსული იყო პაციენტთა 68,01 %. მეცნიერებმა გაითვალისწინეს SARS-CoV-2 ინფექციის ინკუბაციური პერიოდი და ცალკეულ ქვეყნებში თანდათანობით
დანერგილი საკარანტინო ზომებიც.
შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ SARS-CoV-2 ინფექციის აქტივობა მცირდებოდა, როგორც კი სითბო 8,72 გრადუსს აჭარბებდა, 30 გრადუს ტემპერატურაზე კი ინფექციის გავრცელების აქტივობა ნულამდე ეცემოდა. გაგრძელება