რეკომენდებულია თუ არა სახლში დამზადებული ანტისეპტიკური ხსნარი და კიდევ 4 რამ, რაც ანტისეპტიკზე უნდა იცოდე

რეკომენდებულია თუ არა სახლში დამზადებული ანტისეპტიკური ხსნარი და კიდევ 4 რამ, რაც ანტისეპტიკზე უნდა იცოდე
კორონავირუსის პრევენციის ზრდის აუცილებლობასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება ხელების ანტისეპტიკურ საშუალებებზე. ბიოლოგი ჯეფრი გარდნერი გვიხსნის, თუ რატომ არის ალკოჰოლი ასეთი ხსნარის მთავარი ინგრედიენტი და რატომ არაა რეკომენდებული მისი სახლში დამზადება.

1. რატომ არის ალკოჰოლი ანტისეპტიკური ხსნარის მთავარი ინგრედიენტი?

ალკოჰოლი სხვადასხვა ტიპის მიკრობს კლავს, ასახიჩრებს ან უმოქმედოს ხდის, მათ შორის, ორივეს - როგორც ვირუსებს, ისე ბაქტერიებს. პროტეინის დენატურიზაცია (თვისებების შეცვლა შეუძლია) მაღალ ტემპერატურასაც - მაგალითად, კვერცხის შეწვის შემდეგ, თვალსაჩინოა მისი ფერი - თეთრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცილა დენატურირებულია.

2. ალკოჰოლს ყველა ტიპის მიკრობის განადგურება არ შეუძლია - რატომაც არა?

ალკოჰოლს სხვადასხვა ტიპის ვირუსისა და ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ზოგიერთს - მარტივად, ზოგს კი რთულად ერევა, რაზეც დამოკიდებულია ბაქტერიის ზედაპირი.
ზოგიერთ ვირუსს გარედან აქვს ნაჭრებისგან შეკერილი სფეროს მსგავსი ფორმის გარსი, ზოგს არ აქვს. ალკოჰოლი მეტად ეფექტურია პირველი ტიპის ვირუსებთან, მათ შორის, კორონავირუსთან.
ბევრი კვლევის მიხედვით, საჭიროა ალკოჰოლი იყოს 60%-იანი ან უფრო მაღალი კონცენტრაციის, რათა ვირუსი გაანადგუროს.

3. თუ 60%-იანი ალკოჰოლი კარგია, 100-იანი უკეთესია?

რაც უნდა გასაკვირი იყოს, არა. პროტეინის დენატურაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობს, როცა ალკოჰოლი მცირე რაოდენობით წყალს შეიცავს. სუფთა ალკოჰოლი მანამ ორთქლდება, სანამ ბაქტერიას მოკლავს. 100%-იანი ალკოჰოლი გამოაშრობს და გააღიზიანებს თქვენს კანს.

4. ხსნარის სახლში დამზადება კარგი იდეაა?

ბიოლოგ ჯეფრი გარდნერის თქმით, არა: მიუხედავად იმისა, რომ ანტისეპტიკურ ხსნარს ფორმულის მიხედვით ამზადებ, შენ მიერ გამოყენებული არაყი შესაძლოა, ვირუსების მოსაკლავად არაეფექტური იყოს. შესაძლოა, მისი თავსახურის გამო არ იყოს კარგად დაცული და ალკოჰოლის პროცენტული შემცველობა 40-მდე იყოს შემცირებული, რაც მას უსარგებლოს ხდის. აფთიაქში ნაყიდი სპირტი კი უკეთესი ალტერნატივაა, მაგრამ ცხელი წყლითა და საპნით ხელის დაბანაც საკმარისია.

5. ხელის ანტისეპტიკი ვადიანია?

ზოგიერთი კომერციული ანტისეპტიკი რამდენიმე წელიწადს ძლებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ალკოჰოლი აქროლვადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰერმეტულად დაცული თავის გარეშე მასში ნელ-ნელა იკლებს ალკოჰოლის პროცენტული შემცველობა.

წყარო: .sciencealert.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93