საფრანგეთის ჯანდაცვა: რომელი წამლების დალევაა საშიში კორონავირუსის დროს - Marao

საფრანგეთის ჯანდაცვა: რომელი წამლების დალევაა საშიში კორონავირუსის დროს

2020-03-18 11:28:43+04:00


საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა: ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებამ (მაგალითად, კორტიზონი, იბუპროფენი, ასპირინი, ანალგინი, დიკლოფენაკი) შესაძლოა გაართულოს Covid-19-ით დაინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა.

17 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში 182 212 დაავადებული, 7 140 გარდაცვლილი და 78 340 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

„თუ სიცხე გაქვთ, მიიღეთ პარაცეტამოლი. თუ იღებთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს და გაქვთ ეჭვი კორონავირუსზე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან“ - წერს ვერანი Twitter-ში.

ფრანგი ექიმების აზრით, ამ მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გართულება გამოიწვიოს ახალგაზრდებშიც. ეს წამლები ამცირებენ ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციას და ვირუსს გავრცელების საშუალებას აძლევენ.