ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა გაასმაგებული ძალებით უნდა ვეცადოთ, რომ გაციებას და ვირუსულ ფონს თავი ავარიდოთ.
ეს კი იდეალურად მაშინ გამოგვივა, თუ საკუთარ იმუნიტეტზე იმაზე მეტად ვიფიქრებთ, ვიდრე აქამდე.
ხშირად ლიმონს მხოლოდ მაშინ მიირთმევენ, როდესაც ატყობენ, რომ გაციების სიმპტომები აღენიშნებათ.
სინამდვილეში, მისი მიღება სიმპტომების აღმოჩენამდე, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.
ალბათ, თქვენთვის უცხო არ იქნება, თუ შეგახსენებთ, რომ ლიმნისა და თაფლის ნაზავი გაცილებით ეფექტურია.
- ზოგჯერ ჩვენ საერთოდ არ ვუსმენთ საკუთარ სხეულს, რომელიც სიგნალებს გვიგზავნის. ნუ უკუაგდებთ.
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობის პროდუქტი და თუ ხელს სიზარმაცე გიშლით, გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ თუ ცუდად იქნებით, გაცილებით მეტი საზრუნავი გექნებათ, ვიდრე ახლა.
- იმუნური სისტემა თავისი ფუნქციების შესასრულებლად ვიტამინებს C, E, A, D, ფოლიუმის მჟავას, რკინას და თუთიას იყენებს. თუ ხდება ისე, რომ ჩვენს ორგანიზმში ამ ნივთიერებების ნაკლებობა აღინიშნება, იმუნური სისტემის მუშაობაც ფერხდება.
სასარგებლო, სამკურნალო თვისებებით ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ კომშია. მასში თავმოყრილია A,C, B ჯგუფის ვიტამინები, რაც უკვე ყველაფერს ნათელს ხდის.
მანდარინი
ვაშლი
ბროწეული
გისურვებთ ჯანმრთელობას!